სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში“ წარმატება დიდ სტიმულს მაძლევს სამომავლო განათლებისა და ბრძოლისთვის“ - „ხაშურის ეტალონი მოსწავლე“
31-01-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ხაშურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ხაშურის N1 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს უფროსი მრჩეველი არვიდას ნაუიოკაიტისი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კოტე ფრუიძე, ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო ლომსაძე, რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე, სკოლების წარმომადგენლები - დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ხაშურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა ხაშურის N8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ალექსი ქურდაძე.

იგი ემოციურად შეხვდა გამარჯვებას და მადლობა გადაუხადა „ეტალონს“ მიღებული გამოცდილებისთვის:     

„ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი გამარჯვებით. „ეტალონში“ წარმატება დიდ სტიმულს მაძლევს სამომავლო განათლებისა და ბრძოლისთვის.“

საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს უფროსი მრჩეველი არვიდას ნაუიოკაიტისი მოხარულია „ეტალონთან“ თანამშრომლობით და ლიტვის სახელით სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს:                          

„ეტალონი“ შესანიშნავი პროექტია, რომელიც მონაწილეებს მეტი სწავლისა და საგანმანათლებლო-საზოგადოებრივ სფეროში ჩართულობის სტიმულს აძლევს. მოხარულები ვართ, რომ  ვთანამშრომლობთ მომავლის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. ხაშურში დღეს ენთუზიაზმით სავსე მრავალი ახალგაზრდა ვიხილეთ და გვჯერა, რომ ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი სრული მხარდაჭერს „ეტალონსა“ და განათლებულ ახალ თაობას.“
                 
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი „ეტალონს“ მადლობას უხდის მომავალ თაობაში განათლების პოპულარიზებისათვის და მზადყოფნას გამოთქვამს შემდგომი თანამშრომლობისათვის:

„ხაშურის მერია ყოველთვის მხარდამჭერი იქმება ყველა წამოწყებისა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის განათლებასა და წარმატებას. მადლობა „ეტალონს“ ჩვენი ბავშვების გახარებისა და მათი ცოდნის წახალისებისთვის.“

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ზურაბ ჩხიტუნიძის თქმით, ინტელექტ-შეჯიბრი აუცილებელია ახალგაზრდებისთვის:

„ხაშურის მუნიციპალიტეტი დიდი ხანია, ჩართულია „ეტალონის“ ღონისძიებებში. მადლობლები ვართ ამ თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტისადმი როგორც მოსწავლეების, ასევე მშობლების მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნაა. ჩვენ მაქსიმალურ თანადგომას ვუცახდებთ „ეტალონს“, რადგან ინტელექტ-შეჯიბრი ახალგზარდებისთვის აუცილებელია. ყველაფერი განათლებით იწყება. ამ პროექტის პროექტის დაფინანსება და მოსწავლეების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია.“             

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კოტე ფრუიძე მოხარულია ხაშურში „ეტალონის“ სტუმრობითა და ბავშვების წარმატებული ასპარეზობით:

„ხაშურში „ეტალონს“ გამორჩეულად ელოდებიან, მაღალია ჩვენი ბავშვების ჩართულობა და შედეგებიც საკმაოდ კარგია. წარმატებებს ვუსურვებ მონაწილეებსა და ზოგადად პროექტს ამ კეთილ საქმეში.“

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო ლომსაძე ხაზს უსვამს ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას:

„ჩვენი მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე წელია, აქტიურადაა ჩართული „ეტალონში“. მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს ამ საგანმანათლებლო პროექტს. მუნიციპალიტეტის 32 სკოლიდან ინტელექტ-შეჯიბრის მე-2 ტურში 82 მოსწავლე მონაწილეობდა. ბავშვებს საკმაოდ მაღალი ქულები ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წლიდან წლამდე ძალიან გაზრდილები არიან. ასევე ხაზგასასმელია ისიც, რომ პროექტში ჩართვის მსურველთა რიცხვის ყოველწლიურად იზრდება.“

ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე მნიშვნელოვნად აფასებს „ეტალონთან“ თანამშრომლობას და ჩემპიონატში მოსწავლეების მაღალ ჩართულობას:

„ეტალონთან” უკვე 6 წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენ შორის არის მყარი კოლაბორაციული ურთიერთობა, რომლის მნიშვნელობასაც ჩემპიონატში მოსწავლეების მაღალი ჩართულობა მოწმობს. შესარჩევ ტურში 32-ვე სკოლა იყო ჩართული, ასობით მონაწილეობის მსურველი გვყავდა და დღეს 82 მოსწავლე იბრძოდა გამარჯვებისთვის, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი მოსწავლეები თავიანთ სიტყვას ამბობენ განათლების სფეროში.“

„ხაშურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ალექსი ქურდაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება