სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველკლასელთა ონლაინ-გაკვეთილების ცხრილი სკოლებმა უკვე შეადგინეს - კლასებში სწავლა 4 ოქტომბერს არ იწყება?!
24-09-2021
-
+


სწავლა, შესაძლოა, საკლასო სივრცეში 4 ოქტომბერსაც არ განახლდეს. მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეპიდემიური მდგომარეობის დასტაბილურებისა და პედაგოგთა აცრების მატების დიდი იმედი აქვს, რეალობა სულ სხვაა.

ქვეყანაში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები იკლებს, მაგრამ დადებითობის მაჩვენებელი მაინც 6%-ზე მეტია (დღიური - 6,61%, ბოლო 14 დღის - 6,85%, ბოლო 7 დღის - 6,46%), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდა, 4 ოქტომბერს სკოლები ვერ გაიხსნება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში, ასევე პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 სექტემბერს ყველასთვის დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, გარდა პირველკლასელებისა. ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.  როგორც აქამდე ითქვა, 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებს მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებში დაუბრუნდებიან, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, ჯერჯერობით აღნიშნული მაჩვენებელი თბილისში ისევ მაღალია, რაც გვაფიქრებინებს, რომ დედაქალაქში სასწავლო პროცესი ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება და პირველკლასელებიც პირველ მასწავლებელს ვირტუალურად გაიცნობენ. რაც შეეხება სკოლებს, რომლებიც მცირეკონტიგენტიანია და სადაც ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია - აქ სწავლის განახლებას შესაძლოა საფრთხე არ შეექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელებმა სწავლა 4 ოქტომბერს პირდაპირ სასკოლო გარემოში უნდა დაიწყონ, სკოლებმა პირველკლასელთა ონლაინ ცხრილებიც გაამზადეს და სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან. ეს ყველაფერი კი ლოგიკურ ეჭვს ბადებს - 4 ოქტომბერს, შესაძლოა, მოსწავლეები საკლასო ოთახებს ვერ დაუბრუნდნენ.

სკოლებში სწავლის განახლებას აფერხებს მასწავლებელთა აცრის არასახარბიელო მაჩვენებელიც. ამ დროისთვის მასწავლებლების 58% არის აცრილი. პედაგოგთა ნაწილი აცრაზე პრინციპულად უარს ამბობს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი რეკომენდაციას გასცემს, რომ სწავლა განახლდეს მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის 80 % იქნება აცრილი.

დისტანციური სწავლების გაგრძელება შეიძლება ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამაც გამოიწვიოს. როგორც ცნობილია, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება, სწავლის დაწყება კი 4 ოქტომბერს იგეგმება. საარჩევნო ოლქები საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებშია გახსნილი. სკოლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექციისთვის მხოლოდ ერთი დღე ექნებათ. რამდენად რეგულაციების დაცვით ჩაივლის არჩევნები, ეს ორ კვირაში გამოჩნდება და ეს პერიოდიც ვირუსის გავრცელების საფრთხედ შეიძლება იქცეს.

ამ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც სკოლები მომდევნო კვირაში მიიღებენ. დოკუმენტში დეტალურად იქნება გაწერილი, სწავლის საკლასო სივრცეში განახლების შემთხვევაში რა წესები უნდა დაიცვან სკოლის ადმინისტრაციამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. ასევე მომდევნო კვირაში გახდება ზუსტად ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო - დაიწყება თუ არა სწავლა 4 ოქტომბერს სკოლებში.

მომდევნო კვირაში საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს და ცნობილი გახდება, განახლდება თუ არა სწავლა სკოლებში.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციები ყველა შესაძლო შემთხვევისთვის ემზადებიან, ფიქრობენ როგორც სკოლებში უსაფრთხო გარემოზე (სწავლის განახლების შემთხვევაში), ასევე ტექნიკურ საშუალებებზე, რომლებიც დისტანციური სწავლებისთვის იქნება აუცილებელი.

ონლაინ სწავლების სირთულეებზე პედაგოგები უკვე ხმამაღლა საუბრობენ, განსაკუთრებით რთულია ასეთი რეჟიმი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, რადგან პატარები სკოლაში არა მხოლოდ საგანს, ქცევასაც სწავლობენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით, სკოლა ვალდებულია მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს დასწრებით სასწავლო პროცესი.

სიფრთხილეა თუ აუცილებლობა პირველკლასელებისთვის ონლაინ გაკვეთილების ცხრილის შედგენა და პატარების დისტანციური სწავლებისთვის მომზადება, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება