სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ქედის ეტალონ მოსწავლეს“ წახალისების მიზნით, ძენწმანის საჯარო სკოლა ფულად პრიზს გადასცემს
26-01-2018
-
+


„ქედის ეტალონ მოსწავლეს“ მარი ფარტენაძეს, მუნიციპალიტეტის მერია ფულად პრიზს გადასცემს 500 ლარის ოდენობით. წარმატებული მოსწავლის წახალისების მიზნით, ფულადი საჩუქარი მარის მშობლიურმა, ძენწმანის საჯარო სკოლამაც დააწესა. როგორც სკოლის დირექტორმა ცირა აბულაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, სკოლას სასწავლო გეგმაში გაწერილი აქვს მოსწავლეთა წახალისება. მისივე თქმით, აქამდე მხოლოდ სიგელებს გადასცემდნენ წარმატებულ მოსწავლეებს. ეს ფულადი პრიზით დაჯილდოების პირველი შემთხვევაა:

„ყოველთვის ვუყურებდი „ეტალონს“ და სულ ვოცნებობდი, რომ ერთხელ ჩემი სკოლის მოსწავლეც გამხდარიყო „ეტალონი მოსწავლე“. უდიდესი სიხარული მოგვანიჭა მარის გამარჯვებამ. ჩვენ სასწავლო გეგმაში გაწერილი გვაქვს მოსწავლეთა წახალისება ფულადი ჯილდოთი, ფასიანი საჩუქარითა თუ სიგელით. აქამდე მხოლოდ სიგელების გადაცემით შემოვიფარგლებოდით. ასეთი დიდი სიხარული და წარმატება არ გვქონია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სკოლა საბაზო სკოლაა და როდესაც ჩვენი მოსწავლეები დაფრთიანდებიან, სხვა სკოლებში აგრძელებენ სწავლას. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოსწავლეს მიღწეული წარმატებისთვის ფულად პრიზს გადავცემთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მარიმ მაღალი კონკურენციის პირობებში მოიპოვა გამარჯვება. ის მე-10 და მე-11 კლასებს ეჯიბრებოდა ცოდნაში. მარის 120 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადავცემთ. მე თვითონაც მოვამზადებ მას, რომ ფინალშიც დიდ წარმატებას მივაღწიოთ,“ - აღნიშნა ცირა აბულაძემ.

ინტელექტ-შეჯიბრში ძენწმანის საჯარო სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ ლიზა შერვაშიძემ მიაღწია წარმატებას. იგი მე-4 ადგილზე გავიდა. სკოლის დირექტორის თქმით, ფულად პრიზს მასაც გადასცემენ.

„მარისთან ერთად დიდი სიხარული მოგვანიჭა მე-8 კლასელმა ლიზა შერვაშიძემ. იგი მე-4 ადგილზე გავიდა. მას სულ რაღაც 1 ქულით აჯობა მე-3 ადგილზე გასულმა მონაწილემ. ლიზასაც ვფიქრობთ, რომ ფულად პრიზს გადავცემთ 60 ლარის ოდენობით. უღრმესი მადლობა „ეტალონის“ თითოეულ წარმომადგენელს, პირადად ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომ ეს პროექტი არსებობს და ასეთი დიდი სიხარული მოგვანიჭა.“

შეგახსენებთ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი „ქედის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად 24 იანვარს ჩატარდა. „ქედის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მარი ფარტენაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება