სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო , მსოფლიო

ახალი რეგულაციით რეპეტიტორებს საქმიანობა აეკრძალათ - ჩინეთის განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება ზეწოლის შემსუბუქების მიზნით მიიღო
01-11-2021
-
+


ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთმა კერძო რეპეტიტორების სისტემა აკრძალა. ფიზიკურ პირებს და კერძო კომპანიებს უფლება აღარ აქვთ სკოლის მოსწავლეები სასკოლო საგნებში მოამზადონ. ჩინეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ბავშვებსა და მშობლებზე ზეწოლის შემსუბუქების მიზნით მიიღო.

რეგულაციამ უკვე გავლენა იქონია ჩინეთში მცხოვრებ ათიათასობით უცხოელზე, მათ შორის აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეებზე, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში ამზადებდნენ. 

Reuters-ის ინფორმაციით, რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით, არაერთმა მშობელმა რეპეტიტორი „სახლის დამლაგებელის“ სტატუსით დაიქირავა. ჩინეთის განათლების სამინისტროს განცხადებით, ისინი „იატაკქვეშ“ გადასულ ინდუსტრიას დააკვირდებიან და „დამრღვევებს“ გამოავლენენ.

„დაფიქსირდა შემთხვევები, როცა საგნის სწავლება გადავიდა „მიწისქვეშეთში“ ან მასწავლებლებმა გადაიცვეს სხვადასხვა „ფორმა“, რათა გაეგრძელებინათ საკუთარი საქმიანობა,“ - ნათქვამია ჩინეთის განათლების სამინისტროს განცხადებაში.  

კერძო რეპეტიტორების საშუალო ხელფასი თვეში 30 000 იუნამდე( 4 650 აშშ დოლარი) იყო, რა ბედი ელის მათ საქმიანობას სამომავლოდ უცნობია.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება