სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“: „ქვეყანაში 400 ათასზე მეტი რეგისტრირებული მოთამაშეა, რომელთა დიდი ნაწილი მოსწავლე და სტუდენტია“
26-01-2018
-
+


სამოქალაქო მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ერთი წლის წინ შეიქმნა. მოძრაობის მთავარი მიზანია,  ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი აიკრძალოს.  მოძრაობის დამფუძნებლის, თამარ ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში 400 ათასზე მეტი რეგისტრირებული მოთამაშეა, რომელთა დიდი ნაწილი მოსწავლე და სტუდენტია.


- რას ითხოვს  თქვენი მოძრაობა?

- ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია, გაუქმდეს ყოველგვარი ონლაინ თამაში, დაიხუროს ყველა სლოტ-კლუბი და ტოტალიზატორი; კაზინოები მოექცნენ უმკაცრეს რეგულაციებში; მოხდეს მოთამაშეთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა, რითაც მოხდება მოთამაშის შემოსავლების იდენტიფიცირება; აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის რეკლამირება და ოჯახის წევრებს მიეცეთ უფლება, მოთამაშე შავ სიაში შეიყვანონ. ასევე, ყურადღება გამკაცრდეს  კერძო ლომბარდების  მიმართ,  სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პერიოდულად ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ. სახელმწიფომ შექმნას ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ლუდომანიით დაავადებული ადამიანები იმკურნალებენ. ქვეყანაში 400 ათასი რეგისტრირებული მოთამაშეა, აქედან ნახევარი თინეიჯერია _  სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.


- როგორ გგონიათ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

- პირველ რიგში, უნდა აიკრძალოს სათამაშო ობიექტების ლიცენზირება და მშენებლობა. დღეს ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი არის ქაოტურ მდგომარეობში. არავინ იფიქროს, რომ სახელმწიფო ამ ბიზნესით  აშენდა და აყვავდა. პირიქით, აშენდა და აყვავდა მისი მფლობელები და ლობისტები, სახელმწიფომ  კი ძალიან მცირედი დანაზოგი მიიღო ამ ბიზნესიდან.  რაც შეეხება ონლაინ თამაშებს, აქ სახელმწიფო სრულიად უძლურია. ვინ რეგისტრირდება, თინეიჯერი თუ ზრდასრული,  სახელმწიფო ვერ აკონტროლებს.
როცა მთავრობას ჩვენი მოთხოვნებით მივმართეთ, დაგვიძახეს და აქტიურად ჩავერთეთ კანონპროექტის შემუშავებაში, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ იმდენად უსუსური კანონპროექტი შემოიტანა პარლამენტში, რომ საკანონმდებლო ორგანომ უკან დააბრუნა. შემდეგ ჩვენი მოძრაობა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გავერთიანდით,  სათავეში ჩაგვიდგა საპატრიარქო და ერთობლივად შევიმუშავეთ განმარტებითი კანონპროექტი, რომელსაც მალე წარვუდგენთ მთავრობას.

- რამდენად ფართომასშტაბიანი თქვენი მოძრაობა?

- რეგიონების ათვისება  მოძრაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.  ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა ოჯახს გავაგებინოთ აღნიშნული პრობლემის შესახებ. იბეჭდება საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც აუცილებლად დავარიგებთ რეგიონებშიც.

- აღნიშნეთ, რომ მოთამაშეთა რიგებში სკოლის ასაკის მოზარდებიც მრავლად არიან. თუ არის განათლების სამინისტრო ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებული?

- ჩვენი ორგანიზაციის შესახებ არამარტო განათლების სამინისტრო, არამედ პრეზიდენტი და პრემიერიც ინფორმირებულია. დეკემბრის დასაწყისში შეხვდა სამუშაო ჯგუფი ბატონ მიხეილ ჩხენკელს. მას გავაცანით მდგომარეობა და წარვუდგინეთ ჩვენი მოთხოვნებიც. ჩხენკელი მხარდაჭერას დაგვპირდა.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება