სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გილოცავთ, ქულა მოგემატათ, მაგრამ ჩაიჭერით - რა უნდა იცოდეთ შიდა ბარიერის შესახებ
16-09-2021
-
+


დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პრაქტიკოსების, მაძიებლების, სპეცმასწავლებლებისა და პროფესიაში შესვლის მსურველების აპელაციების შედეგები გამოაქვეყნა, ზოგს მოემატა ქულა, ზოგს დააკლდა.  საქმე ის გახლავთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ქულის მომატება გამოცდის წარმატებით ჩაბარებას სულაც არ ნიშნავს.

არსებობს შიდა ზღვარი, მას კანონი არეგულირებს და თუ აპლიკანტმა ვერ გადალახა, „ნაეკმა“ ქულა რომც მოუმატოს, 60%-იანი ბარიერის წარმატებით დაძლევის მიუხედავად, მაინც ჩაჭრილად ითვლება. 


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები), მათემატიკის (I-VI კლასები), უცხოური ენების (I-XII კლასები), ქართულის, როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების
(I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი;

ბუნებისმეტყველების (დაწყებითი  საფეხური  I-VI),  ქართული   ენისა   და   ლიტერატურის  (დაწყებითი საფეხური  I-VI)  და  მათემატიკის (დაწყებითი  საფეხური  I-VI)  ტესტი  შედგება  ორი  ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური  უნარების  ნაწილში - აპლიკანტმა  უნდა  დააგროვოს  მაქსიმალური  ქულის (აკადემიური   უნარების  ნაწილში   მაქსიმალური   ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი.

უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი.

ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII), იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელი 11 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - თეორიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილი. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%, ანუ 14 ქულა და მეტი.

ასევე, გთავაზობთ 2021 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის მინიმალურ გამსვლელ ქულებს:

  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (VII-XII კლასები) 25 ქულა და მეტი;
  • გეოგრაფიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
  • ბიოლოგიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
  • ქიმიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
  • ფიზიკაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
  • ისტორიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
  • სამოქალაქო განათლებაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
  • უცხოურ ენაში (I-XII კლასები) 55 ქულა და მეტი;
  • ქართულში, როგორც მეორე ენაში (I-XII) 52 ქულა და მეტი;
  • სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (I-IX) 37 ქულა და მეტი;
  • მუსიკაში (I-IX კლასები) 43 ქულა და მეტი;
  • სპორტში (I-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასების) 40 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
  • ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
  • ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 43 ქულა და მეტი.

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

2026 წლის სექტემბრიდან მასწავლებელს, რომელსაც საგანში კომპეტენცია დადასტურებული არ ექნება, საგაკვეთილო საათები ძველი წესით აუნაზღაურდება

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ჩვენ ვამაყობთ იმით, თუ როგორი ენთუზიაზმით უდგებიან ჩვენი მოსწავლეები ეკოლოგიის საკითხებს!“

 

მე-3 კლასელბმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე დახატეს და გააფერატეს თემატური სურათები

მოსწავლეებმა აღნიშნეს „დედა ენის“ შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება