სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ბავშვებში ეროვნულ სულს აღვიძებს, განსაკუთრებით აქ, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგებლები ცხოვრობენ“
25-01-2018
-
+


მარნეულის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის, რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, მარნეულის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი მარიამ ტყეშელაშვილი: 


„მარნეულის მუნიციპალიტეტიდან „ეტალონის“ შესარჩევ ტურში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ და როგორც ყოველთვის, ძალიან მოტივირებულები იყვნენ. შესარჩევ ტურს ჩვენ ორ სკოლაში დავესწარით: ჯანდარისა და მარნეულის N8 საჯარო სკოლაში. ტესტირების პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. „ეტალონი“ არის მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან ეროვნულ სულს აღვიძებს ბავშვებში, განსაკუთრებით აქ, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგებლები ცხოვრობენ. ჩვენი მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად გვერდში უდგას ინტელექტ-შეჯიბრს.“

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქანან ომაროვი: 

„ჩვენს მუნიციპალიტეტში სომხურ-აზერბაიჯანულენოვანი სკოლებია და ასეთი პროექტები, როგორიც „ეტალონია“ ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან ინტელექტ-შეჯიბრში. ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ, „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. მოსწავლეები ძალიან აქტიურობდნენ და მოტივირებულები იყვნენ. ახლა უკვე ინტელექტ-შეჯიბრის ღონისძიებას ველოდებით.“ 

ხოჯორნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლალი მარგიანი:

„ხოჯორნის საჯარო სკოლა სომხურ-აზერბაიჯანულენოვანი სკოლაა. არც ერთი ქართველი აქ არ სწავლობს და არც არავინ ცხოვრობს ჩემ გარდა. მოსწავლეები განსაკუთრებულად მოტივირებულები არიან, რომ ქართულ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა. ისინი ინტელექტ-შეჯიბრის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები და მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. საკმაოდ ამაღელვებელი იყო შესარჩევი ტური როგორც მათთვის, ასევე ჩემთვისაც. უნდა ვთქვა, რომ მოსწავლეებმა ტესტებს მშვენივრად გაართვეს თავი. მე პირადად კმაყოფილი დავრჩი. შემდეგი შეჯიბრისთვის ისინი უკეთ მოემზადებიან. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არაქართულენოვან სკოლებთან თანამშომლობს და პირველ რიგში თქვენ. „ეტალონი“ ჩვენი მეგობარია და მომავალშიც ვთანამშრომლებთ თქვენთან. ასევე მინდა, ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელს მადლობა გადავუხადო. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას.“

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

 მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული...

ბაღიდან გათავისუფლებული აღმზრდელი, რომლის აღსაზრდელსაც კარადა დაეცა, სამსახურში სასამართლომ დააბრუნა

საჯარო სკოლებში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

1 სპეციალობა, 1 უნივერსიტეტი - შეზღუდვა და ცვლილებები აბიტურიენტებისთვის პარლამენტმა დაამტკიცა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში მადლობას უხდიან ლუიზა ტვილდიას მასპინძლობისა და საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვი

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება