სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ინტელექტ-ჩემპიონატმა მასწავლა, რომ ცოდნა ყოველთვის ფასდება“ - „შუახევის ეტალონი მოსწავლე“
24-01-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „შუახევის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ხიჭაურის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„შუახევის ეტალონი მოსწავლე“ საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნონა ბოლქვაძე გახდა. 

იგი გამარჯვებით გამოწვეულ ემოციებს ვერ მალავს და აღნიშნავს, რომ „ეტალონმა“ უდიდესი გამოცდილება შესძინა:      

„ძალიან ბედნიერი ვარ. „ეტალონში“ გამარჯვება დიდი წარმატება და გამოცდილებაა ჩემთვის. პროექტმა მასწავლა, რომ ცოდნა ყოველთვის ფასდება, მთავარია სწავლა, მონდომება და გამარჯვებისთვის ბრძოლა.“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს მადლობას უხდის განათლების წახალისებისა და მუნიციპალიტეტში ასეთი სიხარულის შემოტანისათვის:      

„მუნიციპალიტეტებს მსგავსი სიხარული აკლიათ და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის თანამონაწილე გავხდი. თითოეულ მოსწავლეს ვულოცავ „ეტალონში“ მონაწილეობას, გამარჯვებულს კი წარმატებებს ვუსურვებ ფინალში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს ჩვენს მუნიციპალიტეტებში სიახლეების შემოტანისა და მოზარდებში განათლების წახალისებისთვის.“

საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ „ეტალონმა“ მაღალმთიანი აჭარისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსწავლეები განათლების ირგვლივ გააერთიანა:

„ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც მაღალმთიანი აჭარისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და წინსვლის საშუალებას აძლევს. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი გოჩა ტყეშელაშვილს. დღეს შუახევის გამარჯვებული ნონა ბოლქვაძე გახდა, დაე, იხაროს მისმა გვარმა ულევი წარმატებით.“

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მოხარულია „ეტალონთან“ თანამშრომლობით: 

„დღეს შუახევის მოსწავლეებმა კონკურსში ცოდნის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აჩვენეს, რითიც ამაყი ვარ. მადლობას ვუხდი „ეტალონს“ ჩვენს მოსწავლეებში განათლების წახალისებისა და მათი უნარების წარმოჩენისათვის.“

შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე ამაყია შუახევის მოსწავლეების შესაძლებლობებითა და „ეტალონში“ მათი წარმატებით:
  
„ჩვენი მოსწავლეებისთვის დიდი წარმატება და სტიმულია ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა. ბავშვებმა ცოდნის საკმაოდ მაღალი დონე გამოავლინეს, ამისთვის მადლობა მათ მოწადინებულობისათვის და პედაგოგებს - ხარისხიანი სწავლებისათვის. რაც მთავარია, მადლობა „ეტალონს“ საქართველოს მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვისათვის.“

„შუახევის ეტალონ მოსწავლეს“ ნიჭიერ, შრომისმოყვარე და ინტერესიან მოზარდად ახასიათებს მასწავლებელი მელანო ზოიძე:

„ნონა ათოსანი მოსწავლეა, ერთ-ერთი გამორჩეულია კლასში. ყოველთვის მომზადებული აქვს დავალება და ყოველთვის სიღრმისეულ კითხვებს სვამს, აინტერესებს რაც შეიძლება მეტი. ვფიქრობ, ამ თვისებების წყალობით მიაღწია მან წარმატებას და უფრო და უფრო დიდ წინსვლას ვუსურვებ ცხოვრებაში.“

„შუახევის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ნონა ბოლქვაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ფანტაზიის, შემოქმედებითი აზროვნების, წარმოსახვისა და წერითი უნარების განვითარებას

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება