სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობამ მომცა დიდი გამოცდილება და გამიმარტივა საუკეთესო შედეგის მიღება“ - ქრისტინე ზედგინიძე
31-08-2021
-
+


„ახალციხის ეტალონი მოსწავლე“, ქრისტინე ზედგინიძე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ჩაირიცხა და საქართველოს მასშტაბით 14 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა - რეიტინგის მიხედვით მე-6 ადგილზე გავიდა. მოგეხსენებათ, თუ როგორი რთულია არსებულ კონკურსში წარმატების მიღწევა, თუმცა „ეტალონმა მოსწავლემ“ ამ გამოწვევას თავი საკმაოდ კარგად გაართვა, რადგან მას ცოდნასთან ერთად, უკვე ჰქონდა გარკვეული გამოცდილება კონკურსებთან და ტესიტრებებთან დაკავშირებით.

ქრისტინე ზედგინიძე:

„ჩვენს კუთხეში არის „ზარზმის ბავშვთა აკადემია“, სადაც გაძლიერებულად ვსწავლობთ ფიზიკა-მათემატიკას. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება აღნიშნული საგნების მიმართ. ვიდრე კომაროვში ჩავირიცხებოდი, ახალციხის მე-2 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. თავიდან მათემატიკა ისე მიყვარდა, როგორც სხვა საგნები, გამორჩეულად არ აღვიქვამდი. აკადემიაში მამა ნაზარე გვასწავლიდა ტექნიკურ საგნებს და სწორედ მან შეგვაყვარა ბავშვებს ასე ძალიან ფიზიკა-მათემატიკა.

რაც შეეხება უშუალოდ კომაროვის სკოლის კონკურსს, ტესტი ნამდვილად რთული იყო, თუმცა გავუმკლავდი. საქართველოს მასშტაბით სულ 13 ბავშვი უნდა მიეღო სკოლას, მაგრამ ისე მოხდა, რომ მე-13 და მე-14 კონკურსანტს ერთნაირი ქულები ჰქონდათ და ჯამში 14 ბავშვი მიიღეს. წესების თანახმად, ტესტში 55 პროცენტზე მეტი უნდა აგეღო, რომ ჩარიცხულიყავი, მაგრამ ეს შედეგი ბევრმა დააფიქსირა, უბრალოდ რეიტინგში ვერ მოხვდნენ. მე მე-6 ადგილზე ვიყავი რეიტინგის მიხედვით. „ეტალონში“ მონაწილეობამ მომცა დიდი გამოცდილება და გამიმარტივა კომაროვის კონკურსში საუკეთესო შედეგის მიღება.

„ეტალონში“ ძალიან უცნაურად ჩავერთე. სკოლაში მითხრეს, კონკურსის შესარჩევი ტესტირება უნდა დაგვეწერა და მეც ვიფიქრე, ბედს ვცდი-მეთქი. გავედი და არ ველოდი ამ წარმატებას - 2020 წლის „ახალციხის ეტალონის“ გამარჯვებული გავხდი და ეს ჩემთვის იყო საუკეთესო გამოცდილება, რამაც დიდი მოტივაცია მომცა, თან მოულოდნელი გამარჯვება ბევრად სასიხარულო აღმოჩნდა.

ჯერ არ ვიცი მომავალში რომელ პროფესიას დავეუფლები, მაგრამ ვფიქრობ,  მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას. რაც მთავარია, ოჯახის წევრები მხარს უჭერენ ჩემს ყველა გადაწყვეტილებას და ახარებთ ჩემი თითოეული წარმატება. “

ტრისტანი მურადაშვილი, ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

„ეტალონი“ ძალიან წარმატებული პროექტია ასპინძაში და ზოგადად მთელ საქართველოში. ბატონი გოჩას დიდი დამსახურებაა ის, რომ პატარა მიღწევას დიდ წარმატებად აქცევს. ქრისტინე ჩემი შვილიშვილია და მე-8 კლასში იყო, როცა  ახალციხის მასშტაბით „ეტალონი მოსწავლე“ გახდა. ამ პროექტმა ხელი შეუწყო მის შემდეგ წარმატებებს -  მოტივაცია მისცა. ცოტა ხნის უკან ქრისტინე კომაროვის სკოლაში ჩაირიცხა და ყველანი გაგვახარა. უკვე მე-9 კლასიდან სწავლას კომაროვში გააგრძელებს. ჩვენთან არის „ზარზმის ბავშვთა აკადემია“, სადაც კვირაში ორი დღე ბავშვებს ტექნიკურ საგნებში ამეცადინებენ. ასევე, ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ახალციხის მე-2 საჯარო სკოლას. ქრისტინეს „ეტალონის“ კონკურსი დაეხმარა იმაშიც, რომ ტესტირების გამოცდილება ჰქონდა და ნაკლებად ნერვიულობდა გამოცდის დროს.“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება