სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში 240 ვაკანსია გამოცხადდა - „უპირატესობა აცრილ მასწავლებელს მიენიჭება“
30-08-2021
-
+


მასწავლებლების გამოცდები დასრულდა, შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა და რბილად რომ ვთქვათ, პედაგოგები საკუთრი ქულებით დიდად კმაყოფილები არ არიან. როგორ განვითარდება მოვლენები და რა მოხდება საბოლოოდ, მომავალი გვიჩვენებს და ეს ცალკე საუბრის თემაა. თუმცა, სანამ აპლიკანტები საკუთრსა და ერთმანეთის ნაშრომებს განიხილავენ და მსჯელობენ, ვის რის გამო დააკლდა შეფასება, ​მასწავლებლის სახლის გვერდზე ასობით ვაკანსია გამოცხადდა.

ვაკანსიის გამოცხადებაში ახალი ან უჩვეულო არაფერია, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ საკვალიფიკაცო მოთხოვნებს შორის, ზოგ შემთხვევაში გაჩნდა წარწერა - „უპირატესობა მიენიჭება ვაქცინირებულ პირს“ - ეს ფრაზა, ჯერჯერობით მხოლოდ კერძო სკოლების ვაკანსიის განაცხადებს ახლავს და მივა თუ არა აქამდე საჯარო სექტორი, ესეც მალე გამოჩნდება.




თუ სკოლაში დასაქმება გსურთ, უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე teacherjobs.ge, მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და კვალიფიკაცია.

ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სავარაუდო ხელფასი, სამუშაო საათების ოდენობა და სკოლის საკონტაქტო მონაცემები. ვაკანსიის ბოლოში დააჭერთ ღილაკს „მოთხოვნის გაგზავნა“ და თქვენი რეზიუმე ადრესატთან ავტომატურად გაიგზავნება.

ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: teacherjobs.ge


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება