სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ბავშვებს წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში შეუძღვება - ჭიათურის მერმა სახელმძღვანელო ბაღებს საჩუქრად გადასცა
25-08-2021
-
+


2021-2022 სასწავლო წელი მომავალი პირველკლასელებისთვის საოცარი სიახლით იწყება - მათ „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში შეუძღვება და მოამზადებს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის.

აღსანიშნავია ის, რომ მსგავსი შინაარსის სახელმძღვანელო საქართველოში პირველად გამოიცა; აქედან გამომდინარე, „პირველკლასელთა აკადემია“ უნიკალური და უპრეცედენტოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ „პირველკლასელთა აკადემიას“, სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ამიერიდან, საბავშვო ბაღებში გააცნობენ ბავშვებს, რათა ისინი სასკოლო ცხოვრებასა და საგანმანათლებლო თავგადასავლებს მომზადებულები შეხვდნენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღის წარმომადგენლებს „პირველკლასელთა აკადემია“  მერმა - გივი მოდებაძემ გააცნო და საჩუქრად გადასცა, რა თქმა უნდა, თავად ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის უშუალო მონაწილეობით. საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა დეტალურად შეიტყვეს, თუ რა დატვირთვა აქვს „პირველკლასელთა აკადემიას“ და რაოდენ დიდი მნიშვნელობა - მომავალი მოსწავლეებისთვის. ამ სახელმძღვანელოს უნიკალობა კი იმაშია, ისევე, როგორც გოჩა ტყეშელაშვილის ყველა წამოწყებამ, ღირსეული როლი შეასრულოს მომავალი თაობების განათლების საქმეში, მისცეს ცოდნა და დაეხმაროს, იყვნენ წარმატებულები.




ამიერიდან, ჭიათურის მკვიდრი პატარები, „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, უფრო თავდაჯერებულები შეაღებენ საგანმანათლებლო დაწესებულების კარს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება