სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„პირველკლასელთა აკადემია“ ყველა მუნიციპალიტეტში უნდა დაურიგდეს მომავალ მოსწავლეებს“
17-08-2021
-
+


განათლება ნებისმიერ ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ასე იქმნება ძლიერი სახელმწიფო. „ეტალონი“ ყოველთვის დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და პროექტის სულისჩამდგმელით დაწყებული, გუნდის თითოეული წევრი ზუსტად აცნობიერებს, რომ მყარი საძირკვლის გარეშე დიადი მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია.

სწორედ ამიტომ, მომავალ პირველკლასელთათვის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით, შეიქმნა სახელმძღვანელო - „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც მშობლებსაც და ბავშვებსაც დაეხმარება, ერთად მოემზადონ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის. სწორედ „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, პატარები სასკოლო ცხოვრებისთვის უკვე მომზადებულები, ამაყად შეაღებენ საგანმანათლებლო დაწესებულების კარს და ორმაგად სასიხარულოა ის, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც, ზუსტად აცნობიერებენ ამ სახელმძღვანელოს საჭიროებას.

„პირველკლასელთა აკადემია“ დიდი პოპულარობით სარგებლობს აჭარის რეგიონში, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ გადაწყვიტა, წიგნი საჩუქრად გადაეცა პატარებისთვის; მოგვიანებით კი, Etaloni.ge-სთან საუბარში, აღნიშნა, რომ იგეგმება, „პირველკლასელათა აკადემია“ ყოველწლიურად დაურიგდეს მომავალ პირველკლასელებს:

„მთიან აჭარაში „ეტალონის“ ყველა პროექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველთვის მოუთმენლად ელიან განსაკუთრებით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებას. აქ „ეტალონს“ ბევრი გულშემატკივარი და თანამოაზრე ჰყავს. რაც შეეხება „პირველკლასელთა აკადემიას“, საჭიროდ და აუცილებლად მივიჩნიე, სახელმძღვანელო გადამეცა ადგილობრივი ბავშვებისთვის, რათა ისინი სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს.

წიგნი მოსწონთ პედაგოგებსაც, მშობლებსაც და მიმაჩნია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად უნდა ჩავერთოთ ასეთი პროექტების პოპულარიზაციაში, რათა, „ეტალონთან“ ერთად, ხელი შევუწყოთ განათლებული მომავალი თაობების აღზრდას. ჩემი აზრით, „პირველკლასელთა აკადემია“ ყველა მუნიციპალიტეტში უნდა დაურიგდეს მომავალ პირველკლასელებს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება