სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ კონკურსს იწყებს
18-01-2018
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობით, თეატრალურ კონკურსს „ჩემი ქართული როლი“ იწყებს.  

კონკურსის თაობაზე განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა,  218-ე ქართულ-აზერბაიჯანულ საჯარო სკოლაში გააკეთეს.

კონკურსის ფარგლებში, საქართველოს არაქართულენოვან სკოლებს/სექტორებს შეუძლიათ, ქართულ ენაზე დადგან სპექტაკლები ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების, ან საკუთარი სცენარის მიხედვით. კონკურსის მიზანია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა, მათი შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და განვითარება. სასურველია, სპექტაკლის მომზადების პროცესში  მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მოსწავლეთა ჩართულობა ისეთ აქტივობებში, როგორიცაა სცენარის მომზადება, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება და სხვ.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომპეტენტური ჟიური, განიხილავს საკონკურსო ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგნაირად: I, II, III ადგილზე გასული სპექტაკლი და ერთი ჟიურის სპეციალური ნომინაცია/.

გამარჯვებულების წახალისების/ჯილდოების სახეები განისაზღვრება საკონკურსო პირობებით. გამოყენებული იქნება წახალისების სხვადასხვა ფორმა:

• ფასიანი საჩუქრები;

• დიპლომი/სიგელი/სერტიფიკატი;

• გამარჯვებული ნაშრომების ინტერნეტ სივრცეში განთავსება;


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება