სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

2018 წელს „ეტალონმა“ სტარტი ტრადიციულად ლენტეხიდან აიღო
18-01-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს „ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება. 

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა ლენტეხის საგანმანათლებლი რესურსცენტრში ახალ, ინოვაციურ პროექტ Izrune.ge-ს შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა. 

საგანმანათლებლო რესურსცენტრში სტუმრობის შემდეგ, ინტელექტ-შეჯიბრის შემოქმედებითი ჯგუფი ლენტეხის N1 საჯარო სკოლას ეწვია. 

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ლენტეხის ეტალონ მოსწავლე“ ლაშა ჩანქსელიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

ამასთან, ლენტეხის N1 სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.
 
ამ წუთებში ინტელექტ-შეჯიბრში ლენტეხის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურა ქურასბედიანი, რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეებს გულშემატკივრები ამხნევებენ.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ლენტეხის  ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.  



































კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება