| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ რუფოთის და სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სკოლის ახალი შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კეთილმოწყობილი და ადაპტირებული იქნება. პროექტის ფარგლებში სკოლებს, როგორც კოსმეტიკური რემონტი, ასევე გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება, მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემა, ეზო და სპორტული მოედნები.ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს კომფორტულ გარემოში დაიწყებენ.“-განაცხადა, ლაშა გოგიაშვილმა, რომელმაც პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ორივე სკოლის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.
სამშენებლო სამუშაოებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია - ,,ენენ ჯგუფი“ ახორციელებს.
ბოლო წლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 3 ახალი სკოლა აშენდა. სრული რეაბილიტაცია კი ერთ სკოლას ჩაუტარდა ჩაუტარდა და ამჟამად კიდევ ორ საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას