სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვიბრძვი, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე“ - „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს 
26-07-2021
-
+


„ეტალონის“ ავტორი და გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლებს და პარლამენტს მიმართავს და მათ მოსახლეობის აზრისა და სურვილის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.  საზოგადოების სურვილი, რომ „ეტალონი“ დაუბრუნდეს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, წლებია სურვილად რჩება და კონკრეტულ კითხვას, თუ რატომ არ ბრუნდება პროექტი ტელეეთერში, არავინ პასუხობს.

„ვიბრძვი, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან „ეტალონი“ სჭირდება საზოგადოებას და საქართველოს მომავალს“, - აღნიშნავს პროექტის ავტორი და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აწვდის ინფორმაციას მისი აქტივობების შესახებ:
„მივესალმები „ეტალონის“ გულშემატკივრებს. როგორც იცით, მთელი საქართველოს მასშტაბით დავდივარ რეგიონებში და ყველგან ისევ, ძალიან აქტუალური გახდა კითხვა: რატომ არ გადის „ეტალონი“ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“...

მე შეგახსენებთ, რომ წლების წინ 34.967 პედაგოგის ხელმოწერა შეგროვდა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს წარვუდგინეთ, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. შემდგომ მე-8 მოწვევის პარლამენტმა შეაგროვა ხელმოწერები - 77 დეპუტატის ხელმოწერა იყო; მე-9 მოწვევის პარლამენტში უკვე 84 ხელმოწერა იყო და ყველა მოითხოვდა, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, „ეტალონი“ დაბრუნებულიყო „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“.

მეკითხებიან, რატომ არ იბრძვი - შემიძლია გითხრათ, რომ ვიბრძვი! ვიბრძვი, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან „ეტალონი“ სჭირდება საზოგადოებას, საქართველოს მომავალს. ეს არის ღრმად მეცნიერული, პოზიტიურ განწყობაზე აგებული ძალიან სპეციფიკური გადაცემა, რომლის ანალოგის შექმნა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ვერ შეძლო. მე საზოგადოებას მივმართავ: დიახ, მე ბრძოლას ვაგრძელებ! - თუმცა, არა ყვირილით, ჩხუბით, ინტრიგებით… რადგან ეს არ უხდება იმ პროექტებს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. 

იხილეთ პოსტი 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება