სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

გზა გორიდან Worthington Kilbourne High School-მდე - 17 წლის „ეტალონელის'' წარმატება ამერიკაში
05-01-2018
-
+


17 წლის სანდრო მიქელაშვილი პროექტ „ეტალონის" ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. იგი 2014-2015 სასწავლო წლის „გორის ეტალონი მოსწავლე" გახლდათ. არის აქტიური მოქალაქე, ჩართულია მრავალ პროექტში, კონკურსსა თუ აქტივობაში. 

2015 წელს გამოიცა მისი პირველი ლექსების კრებული. 2017 წელს გახდა მომავალ ლიდერთა გაცვლითი კონკურსის (ფლექსი) ფინალისტი და ამჟამად, ერთი წლით სასწავლებლად ამერიკაში იმყოფება.

- მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ მოხვდი Worthington Kilbourne High School-ში?

- ყოველთვის მსურდა მოსწავლეობის პერიოდში საზღვარგარეთ გავმგზავრებულიყავი და გამომეცადა ის, რისი საშუალებაც საქართველოში არ მქონდა. კარგად განსაზღვრული მიზნითა და თავდაუზოგავი შრომით ამ მიზანს მივაღწიე და პირველად აღმოვჩნდი საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამერიკაში ერთი წლით სასწავლებლად ფლექსის პროგრამით მოვხვდი. ყველას ოცნებაა გაემგზავროს აშშ-ში და გაეცნოს ამერიკულ კულტურას. მე ერთი იმათგანი ვარ, ვისაც ეს ოცნება აუხდა.

- როგორია სწავლის პროცესი?

- სწავლის პროცესი და ზოგადად, სისტემა რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც გვაქვს ქართულ სკოლებში. აქ ბავშვები თავად წყვეტენ, თუ რა საგნებს ისწავლიან წლის განმავლობაში და როგორ განავითარებენ თავიანთ პიროვნებას. მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლის აღზრდის პროცესში, ხშირად აკვალიანებენ მათ მომავალი პროფესიისა თუ უნივერსიტეტის არჩევის დროს, რაც ძალიან ეხმარება მოსწავლეს ჩამოყალიბებაში. რაც შეეხება სწავლის პროცესს, მასწავლებლები ხშირად აწყობენ სიმულაციურ თამაშებს, გვაქვს ჯგუფური მუშაობა, ვუყურებთ ფილმებს, ვთამაშობთ თამაშებს, რაც უფრო აუმჯობესებს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას, ვიდრე ტექსტების გაზუთხული დაზეპირება.

- რა გავლენა მოახდინა შენზე  „ეტალონმა“ და როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება პროექტის შემდეგ?

-
პროექტ „ეტალონში“ გამარჯვების შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ფაქტობრივად, ეს იყო პირველი დიდი  გადადგმული ნაბიჯი ცხოვრებაში, რამაც წამახალისა, რომ უფრო მეტისთვის მიმეღწია და  უფრო მეტი მეშრომა. აუცილებელია, რომ მსგავსი პროექტები არსებობდეს მოსწავლის განვითარებისა და მოტივაციის გაზრდისთვის.

- განათლება, პრიორიტეტები და თქვენი სამომავლო გეგმები?

- წელს ვაბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ვაპირებ, პირველი ოთხი წელი საქართველოში ვისწავლო, ხოლო მაგისტრატურაზე სწავლა ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში გავაგრძელო.

- პროფესია, რომელსაც მომავალში დაეუფლებით...

- მსურს ჩავაბარო საერთაშორისო სამართალზე და მუშაობა დავიწყო რომელიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში, სავარაუდოდ, კვლავ ევროპაში. მინდა ევროპაში მიღებული გამოცდილება და სწავლა კვლავ საქართველოს მოვახმარო.

- თქვენი საყვარელი წიგნი?

- წიგნის კითხვა მიყვარს. უფრო ბიოგრაფიული ან შთამაგონებელი ჟანრის. დაგისახელებთ წიგნს, რომელიც სულ ბოლოს წავიკითხე - ვიქტორ ფრანკლის „ადამიანის ძიება მნიშვნელობისათვის". ამ წიგნმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მოტივაციაც გამიზარდა.

- რას ურჩევთ თქვენს თანატოლებს?

- ვურჩევდი, რომ არასდროს დანებდნენ და თავიანთი ოცნებებისთვის იბრძოლონ. დედამიწაზე ყველა ადამიანს გვაქვს თანაბრად ბოძებული დღეში 24 საათი, თუმცა წარმატებას აღწევს ის, ვინც მას ეფექტურად იყენებს და ოცნებებს გეგმებად აქცევს.

- როდის ბრუნდებით საქართველოში და სამომავლოდ აქ ხომ არ აპირებთ სწავლის გაგრძელებას?

- საქართველოში მაისში ვბრუნდები გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სწავლას დიდი ალბათობით საქართველოში გავაგრძელებ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება