სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

საგარეჯოელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატს გამართავს
13-06-2021
-
+


2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში საგარეჯოელი მოსწავლეებისთვის გრძელდება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 17 ივნისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა საგარეჯოელი მოსწავლე „ეტალონის“ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მოგვწეროთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45

გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება