სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“
05-06-2021
-
+


ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა აბაშიძის თქმით, გუშინ მიმართეს საქალაქო სასამართლოს სარჩელით პანსიონიდან ყველა აღსაზრდელის გაყვანის შესახებ. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, მოსამართლე ივანე ღლონტმა განიხილა მათი შუამდგომლობა და სრულად დაეთანხმა მათ საფრთხის არსებობაში.

„ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ ამ პანსიონატში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არის პრაქტიკულად დასაბუთებული ეჭვი, რომ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა, რაც ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს და ბავშვები განარიდოს საფრთხის შემცველ გარემოს. მოსამართლე დაგვეთანხმა აბსოლუტურად ყველა ნაწილში და გვითხრა, რომ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა, მას, რა თქმა უნდა, გაუჩინა ვარაუდის საფუძველი, რომ დიდი ალბათობით, ამ ბავშვებთან მიმართებით არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკი. ყველა ბავშვთან დაკავშირებით - მოსამართლეს არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებით ხედავს რისკს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციას - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ კანონმდებლობის საფუძველზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს მხოლოდ შეზღუდული შესაძებლობის მქონე ბავშვებთან და ზრადასრულ შშმ პირებთან დაკავშირებით, ტექნიკურად ვერ ვიქნებოდით მოსარჩელე სხვა ბავშვებთან მიმართებით. თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ სტატუსი არ აქვს, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება იმიტომ, რომ ეს არის დისკრიმინაცია“,- განაცხადა აბაშიძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება