სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „ა“ ლიგაში ითამაშებს
19-12-2017
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი 2017-2018 წლის „ა“ ლიგაში ოფიციალურად ითამაშებს. გუნდმა საბოლოო გამარჯვების მისაღწევად დიდი ბრძოლა გამოიარა და დასკვნითი ფინალური შეხვედრა „თბილისთან“ - 18 დეკემბერს გამართა.

აღნიშნულ გუნდთან კსუ-მ ორი ღირსეული გამარჯვება, 9 დეკემბერს ანგარიშით 91:56 და ფინალის პირველ შეხვედრაში - 85:75 მოიპოვა.

კსუ-სა და „თბილისის“ ფინალური ეტაპის მეორე მატჩი, მოწინააღმდეგის უპირატესობით წარიმართა, თუმცა ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა ამ სხვაობის 3 ქულამდე დაყვანა შეძლეს და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 68:65 დააფიქსირეს. თამაშში გამორჩეული შედეგი - 30 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი - ამერიკელმა ლეგიონერმა რაიან აარონმა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბრის შეხვედრის მონაცემებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი ბრძოლას უკვე  2017-2018 წლის „ა“ ლიგაში გააგრძელებს. ფინალურ ეტაპზე მებრძოლ გუნდებს შორის გამარჯვებული, ორი მატჩის შედეგებით, ბურთების შეფარდების სტატისტიკის მიხედვით გამოვლინდა.

„ა“ ლიგის უახლოესი თამაშები და კსუ-ს მოწინააღმდეგეთა ვინაობა - იანვარში გახდება ცნობილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

ხორენიის საჯარო სკოლაში მიესალმებიან ინიციატივას

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება