სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონის“ პრაქტიკულ კონფერენციას მოწვეული სტუმრები აფასებენ
16-12-2017
-
+


2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პრაქტიკულ კონფერენციაზე 24 მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობდა.

პირველ ადგილზე გავიდა „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ დემეტრე ჯავახაძე. მეორე ადგილს დაეუფლა „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ თამარ სიხარულიძე. მესამე ადგილზე კი „ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ ანა გუშკაშვილი გავიდა.

დემეტრე ჯავახაძეს, თამარ სიხარულიძესა და ანა გუშკაშვილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1000, 800 და 500 ლარიანი ფულადი ვაუჩერები გადასცა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩ(ებ)ი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუდენტები, არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი:

„როგორც ყოველთვის, დღესაც არაჩვეულებრივი ღონისძიება შედგა. ბატონი გოჩა და მისი შემოქმედებითი ჯგუფი მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. დარბაზში სრული ჰარმონია სუფევდა, ყველა ბედნიერი იყო და ამ ბედნიერებით გამთბარი გულებით უბრუნდებიან თავიანთ რაიონებს, ქალაქებს. საქართველოს პარლამენტი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ყოველთვის გვერდით დავუდგებით პროექტ „ეტალონს“, იმისათვის, რომ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში უფრო მეტი ჩართულობა უზრუნველვყოთ როგორც ახალგაზრდობის, ასევე მშობლების, მასწავლებლებისა და ყველა მოქალაქის.“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური:

„როგორც ყოველთვის, თითოეული ადამიანი, რომელიც ამ დარბაზში იყო, არამარტო გახარებულია, არამედ შინაგანი მოტივაცია და ძალიან დიდი მუხტი აქვს იმის, რომ უფრო მეტი გააკეთოს. დღევანდელი კონკურსის თითოეულ მონაწილეს, მათ ოჯახებს, მასწავლებლებს, სკოლებს მადლობას ვუხდი. ახალგაზრდებს მინდა სჯეროდეთ, რომ ცოდნა ზეიმია, გამარჯვებაა, პერსპექტივაა.“

ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი: 

„შესანიშნავი დღეა, დადებითი ემოციებით ვარ დატვირთული. „ეტალონი“ არაჩვეულებრივი ინტელექტ-შეჯიბრია, გოჩა ტყეშელაშვილი კი - მისი შესანიშნავი წამყვანი. დღეს განათლებული და ინტელექტუალი მოსწავლეები შეიკრიბნენ და ერთმანეთს ცოდნაში შეეჯიბრნენ. მოხარული ვარ, რომ მხარდაჭერას გიცხადებთ. 2017 ძალიან მნიშვენლოვანი წელია, რადგან საქართველო-ლიტვის მეგობრობის წლად არის გამოცხადებული.“

დღევანდელ კონკურსში მონაწილე თითოეული მოსწავლე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება