სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სოციალური მუშაკები გააუმჯობესებენ მოსწავლეთა დაცულობას“ - თინა ზარიძე, ღულელების საჯარო სკოლის დირექტორი
19-05-2021
-
+


ას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის დირექტორის, თინა ზარიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სოციალური მუშაკების ინტეგრირება, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს მოსწავლეთა დაცულობას. აგვაცილებს მოსწავლეთა მიმართ ბულინგისა  და პიროვნული ჩაკეტილობის პრობლემებს.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

 - რა თქმა უნდა, სასურველია ყველა სკოლაში იყოს სამედიცინო კაბინეტი. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია ვერ ხერხდება ყველა სახის მომსახურების უზრუნველყოფა მოსწავლეთათვის, თუმცა სამედიცინო კაბინეტის მოწყობისთვის სკოლას რესურსი ნამდილად აქვს.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- ალბათ მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოსწავლის სასწავლო პროცესისადმი ჩამოშორების გამომწვევ მიზეზებს. თუ მოსწავლეს საპატიო მიზეზი აქვს არ უნდა მოხდეს მისთვის სტატუსის შეჩერება. თუმცა თუ არ იქნა პრინციპული დამოკიდებულება გამცდენების მიმართ ეს დააზარალებს სასწავლო პროცესს. 

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- ჩემის აზრით, შესწავლილი უნდა იქნას ყოველი მოსწავლის საჭიროებები. მათ დამატებითი მეცადინეობები უნდა ჩაუტარდეთ.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- სქემის ნაკლად მიმაჩნია აუარებელი დოკუმენტაციის შექმნის და ატვირთვის საჭიროება,რაც ძალიან ძვირფას დროს ართმევს პედაგოგებს. ასევე დაუზუსტებელია თუ რა აქტივობების განხორციელება ევალებათ მასწავლებლებს კონკრეტულად და ასევე ამ აქტივობების სიმრავლე,რაც ფაქტიურად შეუძლებელია.ვფიქრობ სავალდებულო აქტივობების რაოდენობა უნდა შემცირდეს და განხორციელებადი უნდა გახდეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება