სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლებში ფსიქოემოციურ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“ - ია მეფარიშვილი, ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორი
19-05-2021
-
+


თანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომლის შესახებაც სკოლის დირექტორების შეხედულება ძალიან საინტერესოა. 
ამჯერად, ამ საკითხზე etaloni.ge ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორის, ია მეფარიშვილის მოსაზრებას გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სკოლა ბავშვის ცხოვრებისა და განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. თანამედროვე ცხოვრებაში სკოლა არა მხოლოდ განათლების, არამედ ბავშვის პიროვნული  და სოციალური განვითარების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა. სკოლაში იზრდება მრავალფეროვნება - ბავშვები, რომლებიც ადრე ვერ/არ დადიოდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დღესდღეობით უფრო და უფრო ერთვებიან განათლების სისტემაში: ესენი არიან მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობისა და დასწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეები, ასევე ბავშვები მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონის მქონე ოჯახებიდან.

უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს ასევე, ძალადობისა და ბულინგის თემა სკოლებში. ამ საკითხებთან დაკავშირებული კვლევები ცხადყოფს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოემოციური მდგომარეობა და მათი სოციალური მხარდაჭერა გავლენას ახდენს მათ მიერ განათლების მიღების ხარისხზე.
   
ჩემი აზრით, ზემოთხსენებული პრობლემების პრევენციის, შემცირებისა და აღმოფხვრისთვის ფსიქოემოციური და სოციალური მხარდაჭერა სკოლებში უდიდეს მნიშვნელობას იძენს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება