სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებს ამ სასწავლო წელს არ მიიღებენ
14-05-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები პორტატულ კომპიუტერებს ამ სასწავლო წლის განმავლობაში აღარ მიიღებენ. სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულის მიზეზი წელსაც პანდემიაა.

„პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეები პერსონალურ კომპიუტერებს 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებენ“- აღნიშნავენ სამინისტროში.

თუმცა აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ მოსწავლეები, რომლებსაც შარშან არ გადაეცათ კომპიუტერი, ამ სასწავლო წელს აუცილებლად მიიღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს კომპიუტერები არც გასული სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადაუცია. აღნიშნულის მიზეზად კი გასულ წელს უწყებამ პანდემია დაასახელა.

ცნობისთვის, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური (VII, VIII და IX კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება