სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , ინტერვიუ

პრობლემები, რომელსაც მოზარდები მშობლებთან ურთიერთობისას აწყდებიან
14-10-2016
-
+


მოზარდები გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით თავისებური ხასიათით და ფსიქოლოგიით გამოირჩევიან. ამ პერიოდში საკუთარი თავის შეცნობაში არიან. უყალიბდებათ მსოფლმხედველობა, გემოვნება, ეცვლებათ აზროვნება. სწორედ ამ ასაკში იწყებენ მშობლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ზოგს განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა აქვს, ზოგი კი ამბობს, რომ მათთან მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ურთიერთობს. მშობლებისა და შვილების ურთიერთობა გახლავთ საკითხი, რომელზეც არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს.

საქართველოში ამ მხრივ საკმაოდ რთული სიტუაციაა, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრ მშობელს სურს, თავისი შვილი საკუთარი ცხოვრებით აცხოვროს, ან რაც მას უნდა ის გააკეთებინოს, ხშირად შვილებს აიძულებენ აირჩიონ მშობლებისთვის სასურველი პროფესია.

მოზარდთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყველა მათი ნაბიჯის შესახებ, მშობელი ინფრომირებული არ უნდა იყოს.

მარიამ ადუაშვილი, 20 წლის: 

–ვფიქრობ, რომ ჩემს ასაკში  ყოველი ნაბიჯის გაკონტროლება მშობლებისაგან არასწორია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა დავუმალო  მათ… ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს ყოველთვის ვუყვები, ძალიან გახსნილი და თავისუფალი ურთიერთობა მაქვს ორივე მათგანთან. მშობლების მიმართ ნდობის ფაქტორი მაქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფრის თქმა სწორი არ არის, რადგან ამით ვერ ვისწავლი დამოუკიდებელ ცხოვრებას… რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა გარდატეხის ასაკში, ნდობა არ მქონდა, რასაც მეუბნებოდნენ მეგონა, რომ აუცილებლად საწინააღმდეგო უნდა გამეკეთებინა… ჩემი მაშინდელი პროტესტი იმით შემოიფარგლებოდა, რომ ვიკეტებოდი და ხმას არ ვცემდი ხოლმე.  მაშინ, საკუთარ თავს ვეძებდი და ჩემი მშობლების ადგილს ჩემს ცხოვრებაში.

გიორგი მაჭავარიანი, 17 წლის:

–ვერ ვიტყვი, რომ მშობლებთან ახლო ურთიერთობა მაქვს, თუმცა ეს არც კი ვიცი რომელ მხარეს უნდა დავაბრალო. არ მინდა  მათთან ახლო კონტაქტი. ჩემს თავს ვატყობ, რომ  რაღაცის მიმართ პროტესტის გრძნობა მაქვს. მინდა ვიყო დამოუკიდებელი, მაგრამ ამისათვის ჯერ კარგად უნდა ვისწავლო, რაც მეზარება და ეს მხოლოდ ჩემი თავის ბრალია… ამას რომ ვერ ვახერხებ, შემდეგ დედაჩემზე და მამაჩემზე გადამაქვს აგრესია, თუმცა არც ისინი იგიჟებენ თავს ჩემთან მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად.

განსაკუთრებით მაღიზიანებს ის ფაქტი, როდესაც  მშობლები ჩემი პროფესიის არჩევაში ერევიან! მათ ხომ აირჩიეს, ხომ ჰქონდათ თავისუფლება?!  ამ დროს მიჩნდება საკუთარი თავის კომპლექსი, ვფიქრობ ხოლმე, რომ არაფერი შემიძლია. რაც მათ სურთ ის უნდა ვაკეთო (?!) ძალიან ხშირად ვფიქრობ ამაზე და მინდა თავს ძალა დავატანო და მათაც ვუთხრა ხოლმე, რა მომწონს და რა – არა. ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება საკუთარი ხასიათის ბრალია… მინდა ვიყო ძალიან მებრძოლი სულის, ისეთი, როგორიც ჩემმა მშობლებმა ვერ/არ გამზარდეს.

თამარ ცინცაძე, 17 წლის:

–მშობლებთან ერთნაირი დამოკიდებულება არ მაქვს. ერთად არ ცხოვრობენ და მამაჩემთან ხშირი კონტაქტი არ მაქვს, დედასთან კი – ძალიან თბილი და ახლო. თუმცა, ვფიქრობ, რომ მშობლების დაშორებამ არ უნდა იმსხვერპლოს მამა–შვილის ურთიერთობა, რაც ჩემს შემთხვევაში მოხდა.

ყველაფერს ვუყვები დედაჩემს, „დაქალები“ ვართ, ურთიერთობებზე, წიგნებზე, ფილმებზე… ნებისმიერ საკითხის განსახილველად შეგვიძლია ერთად დავსხდეთ და ვისაუბროთ. ჩემი ასაკის ბავშვები მეუბნებიან –„როგორ უყვები დედაშენს ყველფერსო“. ამ ასაკში, დედა–შვილს შორის ასეთი ურთიერთობა იშვიათია. ყველაზე კარგი განცდა ისაა, როდესაც ხვდები, რომ ვიღაცას საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ და ეს დედაჩემია.

მარიამ ბაღაშვილი, ფსიქოლოგი:

–გარდატეხის ასაკში,მშობლებს უჭირთ თავიანთი შვილების გაგება… პირველ რიგში, ეს განსხვავებული შეხედულებებისა და ღირებულებების ბრალია. გარდა ამისა, ამ ასაკში მოზარდები ცდილობენ დაიმკვიდრონ თავი, ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისათვის მიუღებელი ქცევებით. ეს შეიძლება იყოს: ჩაცმის სტილი, მეგობრების წრე… რაც, რა თქმა უნდა, მშობელისთვის მიუღებელია. ბოლო დროს მოზარდებში იმატა სუიციდმაც, რისი მიზეზიც  შეიძლება იყოს სოციალური გარემო. გაიზარდა ბავშვის მოვალეობები, ახლანდელი ბავში თამამად შეგვიძლია გავუტოლოთ მოზრდილს, თავისი პირადი ცხოვრებითაც კი. ამ ყველაფრის აღქმა კი მშობელს ძალიან უჭირს. სწორედ ეს არის მშობლებისა და შვილების გაუცხოვების მიზეზი. მითუმეტეს, ამ ასაკში ნერვული სისტემა უყალიბდებათ, მშობლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ შვილებთან მიდგომაში. 

ავტორი:იაკო ამირანაშვილი 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვის უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება - ცვლილება პერსონალის პროფესიულ სტანდარტში

ეროვნული გამოცდები, საბოლოო კოტები და პროგრამების ჩამონათვალი ცნობილია

შულავერის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

2025-2026 სასწავლო წელს უნივერსიტეტებში 58 ათასზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა - განახლებული სტატისტიკა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედიკოებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება