სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასტიპენდიო კონკურსში გაიმარჯვეს 
04-05-2021
-
+


თბილისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ანა მარია კუბლაშვილმა და მარიამ ლომინაძემ გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) კონკურსში გაიმარჯვეს. 

კონკურსში გამარჯვებულებს გერმანიის უნივერსიტეტებში საბაკალავრო სწავლება უფინანსდებათ, განსაკუთრებით წარჩინებულებს კი სამაგისტრო სწავლების კურსიც.

„ჩვენი სკოლის ათეულობით კურსდამთავრებულმა შეძლო ამ კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება. წლევანდელი ოთხი გამარჯვებულიდან კი ორი ჩვენი სკოლის მოსწავლეა, რაც განსაკუთრებულად გვახარებს. ჩვენი სკოლა ამასთანავე ე.წ. PASCH-სკოლაა:  „სკოლები-მომავლის პარტნიორები“. ეს არის გერმანიის ფედერალური უწყების და პედაგოგიური გაცვლითი სამსახურის საერთაშორისო პროექტ-ინიციატივა, რომელც გერმანული ენის პოპულარიზაციას ემსახურება.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2019 წლის კონკურსის „ეკოტურიზმი - ადამიანი და ბუნება“  მსოფლიოს მასშტაბით გამარჯვებული გახლავთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორი სკოლის SPG-ჰომბურგის ერთობლივი პროექტი. 2020 წლის PASCH-ის Instagram-პროექტის ფარგლებში შესრულებული  ჩვენი ვირტუალური პროექტი „ჩვენი სკოლის სახეები, ჩვენი ქალაქი“ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად დასახელდა. ჟიურის გამარჯვებული ჯერ არ გამოუვლენია,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება