| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჯარო სკოლებმა, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, სამედიცინო კაბინეტი 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოაწყონ, სხვა სკოლებს კი ვადა 2022 წლის 15 სექტემბრამდე აქვთ. თუმცა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლა იმ სკოლების რიცხვშია, სადაც სამედიცინო კაბინეტი წლებია ფუნქციონირებს და ექიმიც ჰყავს. სწორედ საკუთარი სკოლის გამოცდილება გაგვიზიარა დირექტორმა მზია კორაშვილმა და სკოლაში ექიმის კაბინეტის არსებობის უპირატებობაზე გვესაუბრა:
- ჩვენ სკოლაში 2015 წლიდან ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და მედიკამენტებით, გვყავს კვალიფიციური ექიმი. სკოლის ექიმის მოვალეობაა მოსწავლეებისათვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მოსწავლეებში ჯანმრთელობის საფრთხის დადგომის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება, ინფექციური/ვირუსული დაავადებების პრევენცია, სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა. მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებულებისთვის დროული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ადგილზე მისვლამდე).
აგრეთვე, ის გეგმავს და განახორციელებს ჯანმრთელობის ხელშემწყობ აქტივობებს, ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებებისა და სასკოლო ტრავმატიზმების პრევენციას, მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას იმუნიზაციისა და ინფექციური დაავადებების შესახებ. ამჟამად ბავშვების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ცოტას აქტიურობენ ფიზიკურად და გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ვერ ახერხებენ ბალანსირებულ კვებას. ექიმის მიერ დაგეგმილი აქტივობები მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჯანმრთელ, ზრდასრულ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის.
ვფიქრობ, დროული და მნიშვნელოვანი ინიციატივაა ყველა სკოლაში სამედიცინო კაბინეტის მოწყობა.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება