სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონი'' მოსწავლეებში ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს'' - ''თელავის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა
13-10-2016
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. ამჯერად, „თელავის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.   

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი თელავის N4 საჯარო სკოლაში ჩატარდა. თელავის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.   

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. „ეტალონი მოსწავლის" ტიტულს N5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანი შაშიაშვილი დაეუფლა. 

ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები სწორედ გამარჯვებულმა ანიმ გაუზიარა:  

„არ გამჭირვებია შეჯიბრის მოგება. არ იყო ძალიან რთული. საკმაოდ კამყოფილი ვარ. ინტელექტ-შეჯიბრი განათლებასთან დაკავშირებული პროექტია და იგი ყველას აძლევს საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას.“ 


თელავის მერის პლატონ კალმახელიძის თქმით, ისეთი  ღონისძიება, როგორიც არის "ეტალონი" არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქისთვის:

“ყველაფერი კარგად იყო ორგანიზეული, ბავშვები მოტივირებულები იყვნენ. ისეთი ღონისძიება, როგორიც არის "ეტალონი" არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის. ანი შაშიაშვილი კი ნამდვილად რჩეული მოსწავლეა რჩეულებს შორის. ანი ძალიან კარგი, განათლებული, კრეატიული ბავშვია.”

კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ფიქრია ყუშიტაშვილი თქმით, „ეტალონის“ გამარჯვებული მოსწავლე საუკეთესო მაგალითია იმისთვის, რომ გქონდეს გარკვეული მიზანი გახდე წარმატებული:  

„ანა შაშიაშვილმა მაქსიმალურად გააკეთა საკუთარი თავის მობილიზება და გაიმარჯვა კიდეც. თავისთავად ძალიან კარგია, რომ ამდენი ბავშვი მონაწილეობს ამ შეჯიბრიში. სხვასხვა კლასის მოსწავლეს ეძლევა საშუალება, რომ თავისი უნარები გამოსცადოს. მოსწავლეებმა მინიმალურ დროში, მაქსიმალური შედეგი დადეს. ყველაფერი რაც ბავშვების მოტივაციისთვის, განვითარებისთვის არის მიმართული, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. „ეტალონი“ არის სტიმული, რომ ახალგაზრდა იყოს მოწადინებული მეტი შეიმეცნოს და მეტად იმუშაოს საკუთარ თავზე. გამაჯვებული საუკეთესო მაგალითია იმისთვის, რომ გქონდეს გარკვეული მიზანი, გახდე წარმატებული.“  

თელავის რესურსცენტრის უფროსის ლევან მრევლიშვილის თქმით, „ეტალონი“ მოსწავლეებში ძალიან დიდი მოწონებითა და ავტორიტეტით სარგებლობს:   

„საკმაოდ კარგად ორგანიზებული შეჯიბრი ჩატარდა თელავის მეოთხე საჯარო სკოლაში. ბავშვებმა კარგი შედეგები აჩვენეს. გამარჯვებული ანი კარგი მოსწავლეა, საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრებით. ეს პროექტი ყველას მოწონებას იმსახურებს, განსაკუთრებით ბავშვებში ძალიან დიდი მოწონებითა და ავტორიტეტით სარგებლობს. მოსწავლეები აღტაცებულები არიან იმ გარემოთი, რომელიც მათ ინტელექტ-შეჯიბრზე ხვდებათ.“  

"თელავის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ანი შაშიაშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".      

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.   
 























კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება