| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ეს დღე ბოლივიის ინიციატივით დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის 63–ე სესიაზე 2009 წლის 22 აპრილს. რეზოლუციის თანაავტორი გაეროს წევრი 50–ზე მეტი ქვეყანაა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
დედამიწის საერთაშორისო დღის გამოცხადების რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ დედამიწა და მისი ეკოსისტემები ჩვენი სახლია და თანამედროვე თუ მომავალი თაობების ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ მოთხოვნილებათა შორის სამართლიანი ბალანსის მისაღწევად აუცილებელია, ხელი შევუწყოთ დედამიწასთან და მის ბუნებასთან ჰარმონიას. დედამიწის დღე მსოფლიო საზოგადოების ეკოლოგიურ პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლადაა მოწოდებული. ამიტომ ამ დღეს ეკოლოგიური აქციები და ღონისძიებები — სამეცნიერო კონფერენციები, გამოფენები იმართება, ხოლო დიდი ქალაქების ყველაზე ხალხმრავალ ქუჩებში მანქანების მოძრაობა იკრძალება. სუფთავდება ქუჩები და ირგვება ხეები.
საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან, სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს. ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეკოკლუბის „ხერგილის“ ინიციატივით, დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გიმნაზიაში დაიწყო კვირეული. თითოეული დღე დატვირთული იქნება გარემოსდაცვითი აქტივობებით, რომელშიც კლუბის წევრებთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, დირექციის წევრები და მასწავლებლები. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, 19 აპრილს ეკოკლუბის წევრებმა, „დედამიწის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით, განახორციელეს საინფორმაციო აქტივობა. მათ დაამზადეს საინფორმაციო ფლაერები „დედამიწის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით და დაარიგეს თემში.
გავუფრთხილდეთ გარემოს - დედამიწა ჩვენი სახლია!
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში