სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავალი თაობის წინაშე შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს“- ნანა ღაჭავა, თბილისის N116 საჯარო სკოლის დირექტორი
12-04-2021
-
+


რა არის სკოლა, რას ანიჭებს ცოდნა და რას სჭირდება მომავალ თაობას; რაში ეხმარება დირექტორობა და რას ახსენებს საკუთარ თავს ყველაზე ხშირად  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N116 საჯარო სკოლის დირექტორის ნანა ღაჭავას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ერთი დიდი ოჯახი, სადაც მოსწავლე, მარტო ცოდნას კი არა, ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც იძენს. მისცე განათლება მთავარია, მაგრამ აღზარდო საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩემთვის უმთავრესია.

- ცოდნა გვანიჭებს...

- უპირატესობას ვიყოთ ინდივიდუალურები, შევძლოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ჩამოვყალიბდეთ პროფესიულად, რაც საბოლოოდ მოგვცემს შესაძლებლობას გავხდეთ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პერსონები.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- პირველ რიგში გვერდში დგომა, გაგება. მომავალი თაობა სწრაფად მიიწევს წინ, შესაბამისად სკოლა არ უნდა ჩამორჩეს და უნდა შეძლოს იყოს ის ადგილი, სადაც მოსწავლე შეძლებს სიხარულით მიიღოს და გააკეთოს ის, რაც მას შემდგომ დამოუკიდებლად ცხოვრების დროს გამოადგება.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ვიყავი ცელქი, მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი. მინდოდა ვყოფილიყავი სამართლიანი და თავისუფალი. მქონდა გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც არ მაძლევდა საშუალებას ყველაფრის მიმართ ზედაპირული ვყოფილიყავი.

- დირექტორობა მეხმარება...

- პირველ რიგში ჩემთვის საყვარელ სეგმენტთან, ბავშვებთან ურთიერთობაში. ბევრად მარტივია მათთან ურთიერთობა, ისინი ისეთად გხედავენ, როგორიც რეალურად ხარ. ბავშვს ვერ მოატყუებ. დირექტორობა მაძლევს საშუალებას ვიდგე მათ გვერდით, გავუკვალო გზა და მივეხმარო ცხოვრებისეულ გზაზე დადგომის დროს.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ ვიყო პირველ რიგში ადამიანი, ვიყო ყველასთან თანაბრად სამართლიანი. ჩემს საქმეს ყოველთვის პასუხისმგებლობით და ფრთხილად მოვეკიდო, რადგანაც ნაკლებად დავუშვა შეცდომები, მომავალი თაობის წინაშე შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს უფროსებს.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- იყო მშობელი, პასუხისმგებლიანი, მიზანსწრაფული და უნდა შეგეძლოს დასახული მიზნის ბოლომდე მიყვანა. მოკლედ არ უნდა დანებდე და ყოველთვის უნდა ცდილობდე წინსვლას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება