| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
შედეგად, 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებს, სადაც მათთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი.
ახალი სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ქეთევან ნატრიაშვილმა და ლია გიგაურმა გახსნეს.
ლამბალოს სკოლის შენობა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. გათვალისწინებულია, ყველა დეტალი, მათ შორის, ადგილმდებარეობის სპეციფიკა.
სკოლას აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები დამხმარე სათავსოებით. ამასთან, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სასადილო, 300 კვ.მ-ის ღია სპორტული მოედანი.
შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც და ერთ-ერთი პირველი სკოლაა, სადაც ლიტფი ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე, სკოლის მთელი ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება მიმდინარეობს.
წლების განმავლობაში, ლამბალოს სკოლა ნაქირავებ შენობებში იყო განთავსებული, რის გამოც მოსწავლეებს ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის სრულიად შეუფერებელ საკლასო ოთახებში უწევდათ სწავლა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა