სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონის“ ღონისძიება ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო“
22-11-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ძიმითის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებას ხალხმრავლობის გამო, მაყურებელთა ნაწილი ფეხზემდგომი ადევნებდა თვალს. ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მაიზერ ცელაძე, ოზურგეთის მერიის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის უფროსი ავთანდილ სირბილაშვილი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ზემო ნატანების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ქეთევან ხომერიკი დაეუფლა.

იგი Etaloni.ge-ს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს:

„ძალიან დიდი მადლობა ყველას. ნამდვილად არ ველოდი გამარჯვებას, ყველა მომავალ „ეტალონელს“ ვუსურვებ წარმატებას და ყველაფერ საუკეთესოს, ვურჩევ არ ინერვიულონ, მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ.“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მაიზერ ცელაძე პროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

„ეტალონის“ ამ სახით ჩატარებას მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩას და მის გუნდს. „ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც უკვე წლებია, ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრებდების წახალისებას, განათლების დონის ამაღლებას, მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას ცოდნისადმი. ინტელექტ-ჩემპიონატში მთელი ოზურგეთია ჩართული. ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით ამ პროექტს.“

ოზურგეთის მერიის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის უფროსი ავთანდილ სირბილაშვილი აღნიშნავს, რომ ღონისძიებით ყველა კმაყოფილი დარჩა:

„ეტალონი“ ძალიან მასშტაბური პროექტია, რომელშიც მთელი საქართველოა ჩართული. შესარჩევ ტურებში ოზურგეთის სკოლებიდან ასობით მოსწავლე მონაწილეობდა, მეორე ეტაპზე 76 მათგანი გადავიდა. ღონისძიება ჩავატარეთ განახლებულ დარბაზში, სადაც დამსწრეთა სიმრავლის გამო, აუდიტორიის ნაწილი ფეხზე იდგა. ხალხი აღტაცებას ვერ მალავდა. ამ დარბაზს, ალბათ, ამდენი მაყურებელი არც ახსოვს. სტუმრები, მონაწილეები, მასპინძლები ყველა კმაყოფილი დარჩა. სანახაობრივი და შინაარსიანი ღონისძება იყო, საინტერესო კითხვებით. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და მას ჩვენი მხარდაჭერა სულ ექნება.“

ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ღონისძიება ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო:

„გუშინდელი ღონისძება ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, ეს იყო ცოდნის ზეიმი. ჩვენ „ეტალონთან“ თანამშრომლობის ძალიან ხანგრძლივი გამოცდილება გვაქვს. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები ყველა იმ ახალ ინიციატივაში, რომელსაც ეს პროექტი გეგმავს. 76 მოსწავლე მონაწილეობდა გუშინდელ ღონისძიებაში. ყველა მონაწილეს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვებული აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს ქვეყნის მასშტაბით გამართულ „ეტალონის“ დასკვნით ეტაპზე.“

ზემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი ლაშა ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ქეთევანის წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. ძალიან კარგი დღე იყო. რა თქმა უნდა, წარმატებას ველოდით, სხვანაირად აქ არც ვიქნებოდით. ვულოცავ ჩვენი სკოლის გამარჯვებულს და მათაც, ვინც მომავალში მიიღებს მონაწილეობას ამ პროექტში და გაიმარჯვებს.“

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ქეთევან ხომერიკი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.


ფოტოების სანახავად იხილეთ ბმული.  

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება