სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„მისასალმებელია ის, რომ მშობლებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ ბავშვების ქულებს“- რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
31-03-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

ერვანდ სუმბულიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჟდანოვის საჯარო სკოლის დირექტორი:

- შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა ძალიან კომფორტულია და პედაგოგებსაც ძალიან მოსწონთ... ასე რომ, მივესალმებით ამ სიახლის დანერგვას და მომდევნო სასწავლო წლიდან აქტიურად ვიმუშავებთ ელექტრონულ პლატფორმაზე.​

დოლხან ალიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჯერ არ გადავსულვართ ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე; ახალი სასწავლო წლიდან, ვიცით, რომ მატერიალური ჟურნალი აღარ იქნება და მას შემდეგ უფრო დეტალურად შეგვეძლება საუბარი.

მელანია ვართანიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, პატარა არაქალის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მე, როგორც დირექტორსა და როგორც პედაგოგს, ძალიან მომწონს ეს სიახლე და მივესალმები მის დანერგვას; სკოლა სრულად გადასულია ელექტრონული ჟურნალის გამოყენებაზე და სამომავლოდაც ასე ვაპირებთ გაგრძელებას.

გულავატინ მამედოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული პლატფორმა ჯერ არ დაგვინერგავს და მატერიალურ ჟურნალს ვიყენებთ, ამიტომ ცოტა მიჭირს შეფასების გაკეთება, თუმცა რა ინფორმაციაც გამაჩნია, ვიცი, რომ ამ პლატფორმის გამოყენება საკმაოდ კომფორტულია პედაგოგებისთვის.

ლენა კარაპეტიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენს სკოლაში მატერიალური ჟურნალი უკვე ჩაანაცვლა ელექტრონულმა და ძალიან მოგვწონს. განსაკუთრებით მისასალმებელია, ის, რომ მშობლებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ ბავშვების ქულებს, მათი სწავლის დინამიკას და არც მუშაობის პროცესში შეგვქმნია რაიმე პრობლემა. ასე რომ ელექტრონული ჟურნალი ჩვენს სკოლაში წარმატებით დაინერგა. მართალია გვაქვს გარკვეული კითხვები და ვიცი, მათზე კომპეტენტურ პასუხებს მივიღებთ.

რუბენ ანესიანი, წალკის მუნიციპალიტეტის, ოზნის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენს სკოლაში ჯერჯერობით მატერიალური ჟურნალი გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ ახალი სასწავლო წლიდან ელექტრონული ჟურნალის გამოყენება სავალდებულო ხდება და ამ სიახლეს აუცილებლად დავნერგავთ.

აგასი ნურბეკიანი, წალკის მუნიციპალიტეტის, ნარდევანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- უკვე თვეებია ელექტრონულ ჟურნალს ვაწარმოებთ და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, მისი გამოყენება ჩემთვისაც და პედაგოგებისთვისაც ძალიან კომფორტულია. ზოგადად ყველა სიახლეს მივესალმებით. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება