სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სკოლაში სწავლას მეტად მიექცევა ყურადღება“ - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას დირექტორები აფასებენ
25-03-2021
-
+


ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, სკოლის საშუალო ნიშანი, მასწავლებლების რეკომენდაციები თუ კლასგარეშე მუშაობა გაითვალისწინონ.

როგორ აფასებენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას - აღნიშნული შეკითხვა etaloni.ge-მ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს დაუსვა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გურგუჩიანი:

- ჩემი აზრით, კარგი ინიციატივაა. სკოლაში სწავლას უფრო მიექცევა ყურადღება და დაფასდება სკოლაში განათლების მიღება; დიდი მოტივაცია ექნებათ ასევე მოსწავლეებს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის დირექტორი ციური კვირკაშვილი:

- დაუფიქრებლად გეტყოდით, რომ კარგიც შესაძლებელია იყოს და ცუდიც... კარგი იქნება იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება სკოლისგან მოსწავლის წარმატებები და ხელი შეეწყობათ... ცუდი ის იქნება და დასაფიქრებელი, რამდენად სწორად მოხდება მოსწავლის შეფასება. მე ვიცი მაგალითად, რომ ჩემ სკოლაში ყველა მოსწავლე რეალურად იქნება შფასებული, მაგრამ ყველგან მოხდება რეალური შეფასება მოსწავლის კიი?

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წინწალაშვილი: 

- კარგი იქნება, თუ ეროვნული გამოცდის ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იქნება როგორც სკოლის საშუალო ქულა, ისე მასწავლებლების რეკომენდაციები, მოსწავლის აქტიური სასკოლო ცხოვრება, რასაც გადის სწავლების პროცესში, წლების განმავლობაში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ბათურაშვილი:

- სადღაც უნდა იყოს გათვალისწინებული, რა თქმა უნდა. აი, მაგალითად: ჩვენი თაობის დროს, იყო ატესტატი სადაც გათვალისწინებული იყო ქულათა რაოდენობა; ასევე, მედალოსანს უპირატესობა ჰქონდა, ორი გამოცდის ნაცვლად, ერთ გამოცდაზე გადიოდა. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, სკოლამაც წინა რიგებშიც გადმოინაცვლოს და სკოლასაც შეეძლოს, გაუწიოს რეკომენდაცია მოსწავლეს, როგორი სასკოლო ცხოვრებით გამოირჩეოდა 12 წლის განმავლობაში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი იაკობაძე:

- ჩემი შეხედულებით, სასკოლო ნიშანსაც უნდა ექცეოდეს ყურადღება, რომ სასწავლო პროცესს ინტერესი მიეცეს ბავშვისთვის; უფრო მონდომება ექნება მოსწავლეს სკოლაში სწავლას დაუთმოს დრო; ასევე ინტერესი ექნება დასწრების მიმართაც.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება