სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ისწავლეთ და იკითხეთ სერიოზული წიგნები, დანარჩენს ცხოვრება გააკეთებს“- რას წერდნენ ცნობილი ადამიანები წიგნების შესახებ
07-11-2017
-
+


ყველა დროის ყველაზე გენიალური გამოგონება- წიგნი ინფორმაციის მიღების უნიკალურ წყაროდ თანამედროვეობაშიც რჩება. კითხვის მოყვარულებს მთელი ცხოვრების მანძილზე ამახსოვრდებათ ის სპეციფიური სუნი, რომელიც წიგნის გადაშლისას, ჯადოსნურ ამბებთან ერთად სივრცეში იღვრება ხოლმე.

რა თქმა უნდა ნებისმიერი გენიოსის განვითარების და წარმატების უცვლელი წყარო წიგნია. აი რას წერდნენ ცნობილი ადამიანები მის შესახებ:

„კარგი წიგნი ის არის, რომელშიც ავტორი ამბობს იმას, რაც საჭიროა, არ ამბობს იმას, რაც არ არის საჭირო და ამბობს ისე, როგორც საჭიროა" -არისტოტელე;

„კარგად დაწერილი ისტორიული რომანები ისტორიის საუკეთესო კურსებია" - ონორე დე ბალზაკი;

„მითხარი, რას კითხულობ და გეტყვი, ვინ ხარ. შეგიძლია სრული წარმოდგენა იქონიო ადამიანის გონებასა და ხასიათზე, თუ მის ბიბლიოთეკას დაათვალიერებ" - შარლ ბლანი;

„ნურაფერს წაიკითხავ, რის დამახსოვრებაც არ გინდა და არაფერი დაიმახსოვრო, რის გამოყენებასაც არ ფიქრობ"- ჯონ ბლეკი;

„ეძიეთ ადამიანები, რომლებთან საუბარიც კარგ წიგნად ფასობს და წიგნები, რომელთა კითხვაც ფილოსოფოსთან საუბარს უტოლდება" - პიერ ბუასტი;

„ადამიანი, რომელსაც ხელში კარგი წიგნი უჭირავს, არ რჩება მარტო" - კარლო გოლდონი;

„პირველად წიგნმა დაბადა ჩემში მოგზაურობის სურვილი... წიგნების კითხვამ მე მიმიყვანა ხასიათებზე დაკვირვებასთან" - ჩარლზ დარვინი;

„ცუდ წიგნებს ისევე შეუძლიათ თქვენი გაფუჭება, როგორც ცუდ ამხანაგებს"  -ჰენრი ფილინგი;

„ნაწარმოებს, რომელსაც კითხულობენ, აქვს აწმყო, ნაწარმოებს, რომელსაც ხელახლა კითხულობენ, აქვს მომავალი" - ალექსანდრე დიუმა (შვილი);

„წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან. მათ შეგიძლია მიმართო ცხოვრების ყველა მძიმე წუთში. ისინი არასდროს გიღალატებენ" - ალფონს დოდე;

„ისწავლეთ და იკითხეთ სერიოზული წიგნები. დანარჩენს ცხოვრება გააკეთებს. როდესაც ჩემს ირგვლივ ვხედავ, თუ როგორ ეძებენ უბადრუკ საქმესა და გასართობს ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რაში დააბანდონ თავიანთი თავისუფალი დრო, მე ვეძებ წიგნს და გონებაში ვამბობ: მარტოოდენ ეს არის საკმარისი მთელი ცხოვრებისთვის" - ფიოდორ დოსტოევსკი;

„რაც უფრო მეტს კითხულობთ და ფიქრობთ, მით უფრო რწმუნდებით, რომ ბევრი იცით და რაც უფრო ფიქრობთ კითხვის დროს, მით უფრო ნათლად ხედავთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა იცით" - ვოლტერი;

„კითხვა საუკეთესო სწავლაა. იარო დიდი ადამიანის კვალდაკვალ, ყველაზე საუკეთესო მოგზაურობაა" - ალექსანდრ პუშკინი;

„იდეების ომს ისევე ვერ მოიგებ უწიგნოდ, როგორც საზღვაო ბრძოლას უხომალდოდ" -ფრანკლინ რუზველტი;

„წიგნი იმისთანა რამ არის, სოფლის ამბავს ქალაქში ამოიტანს, ქალაქისას სოფელში წაიღებს, საიდან სად კაცს კაცთან გალაპარაკებს" - ილია ჭავჭავაძე;

„გაანათლო ხალხი, ნიშნავს, აამაღლო ზნეობა: გახადო იგი წიგნიერი, ცივილიზაცია შეიტანო მასში. კარგი წიგნების ყოველდღიური კითხვის გავლენით ყოველგვარი უხეშობა ისე ქრება, თითქოს ცეცხლზე გადნაო" - ვიქტორ ჰიუგო;

„იმ ავტორთა კითხვით, რომლებიც კარგად წერენ, კარგად ლაპარაკს ეჩვევიან" - ვოლტერი;

„სათაურის მიხედვითაც შეიძლება წიგნზე იმსჯელო"  - არაბული სიბრძნე;

„ზღვის სიღრმიდან ამოაქვთ მარგალიტი, წიგნების სიღრმიდან გამოაქვთ ცოდნა" - რუსული სიბრძნე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება