| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლებმა, რომლებსაც სტატუსის ცვლილება სურთ, გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. უკვე ცნობილია, რომ მათ გამოცდის ჩაბარება მოუწევთ დიდაქტიკაში, იგივე უნარებში. ამას გარდა კი, სტატუსის ასამაღლებლად პორტფოლიოს წარდგენა მოუწევთ, ეს კი გულისხმობს საკმაოდ ფართო სპექტრს - 10-15 პროექტს.
მაგალითად, საბუნებისმეტყველო მიმართულებით შეიძლება ჰქონდეთ პროექტი დენდროლოგიურ პარკზე, ან წარმოადგინონ ინტეგრირებული გაკვეთილები ქიმიის, ფიზიკის ან მათემატიკის მასწავლებლებთან... აჩვენონ კვლევა, რომელიც ჩაატარეს; ჯგუფი კი შეაფასებს, სტანდარტებიდან გამომდინარე, რამდენად იმსახურებს ესა თუ ის მასწავლებელი წამყვანის ან მენტორის სტატუსს.
უფრო კონკრეტულად, პორტფოლიოსთვის მასწავლებლებს მოეთხოვებათ:
გაკვეთილზე კოლეგების მიწვევა და მათი გამოხმაურების ანალიზი;
ტრენინგში მონაწილეობა, სასწავლო გეგმის შედგენა;
საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა, თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება, წიგნის განხილვაში მონაწილეობა,
გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა, კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება;
სასწავლო რესურსების შექმნა, პრეზენტაციები და დისკუსიები მრავალრიცხოვან პროფესიულ ჯგუფებში;
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკისა და სკოლის საჭიროებების კვლევა; კვლევაში მონაწილეობა;
ექსპერტთან კონსულტაცია, „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი - სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება, დაკვირვება და ეფექტური უკუკავშირის მიცემა...
და, ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომელიც პედაგოგებს პორტფოლიოსთვის სჭირდებათ და რომლის გარეშეც სტატუსს უბრალოდ ვერ აიმაღლებენ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას