სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სკოლაში სიარული ​შაბათსაც შეიძლება მოუწიოთ - გადაწყვეტილებას დირექტორები მიიღებენ
13-02-2021
-
+


„სკოლები ვალდებულნი არიან დააორგანიზონ სასწავლო პროცესი“ - ეს განცხადება განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დიახ, სკოლებმა უნდა მოაგვარონ მოსწავლეთა დისტანცირების საკითხი, მართონ ნაკადები, რათა შენობაში ზედმეტად ბევრი მოსწავლე არ მოხვდეს, ასევე მშობლებს აქვთ უფლება, დისტანციური სწავლება აირჩიონ... მაგრამ ზოგ სკოლაში ათასი და მეტი მოსწავლეა, ასეთ შემთხვევაში კი სკოლის განტვირთვა ისე ვერ მოხდება, ზედმიწევნით იყოს დაცული სოციალური დისტანცია, რომელიც დღეს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს სკოლის ხელმძღვანელობა? - სამინისტროსგან არის მითითება, მოსწავლეები ცვლებში გადაანაწილოს და ასევე შეუძლიათ შაბათიც გამოიყენონ სწავლებისთვის: „სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე“.

და თუ გავითვალისწინებთ მრავალრიცხოვანი სკოლების მდგომარეობას, დიდი ალბათობით, მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც შაბათს სკოლაში სიარული მოუწევთ, ოღონდ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ დირექციის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება