სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეუძლია სკოლას მოითხოვოს დისტანციურ სწავლებაზე დარჩენა თუ ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის პირობები არ აქვს?
14-02-2021
-
+


განათლების სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გაგზავნილ რეკომენდაციებში გაწერილია მიზეზების ჩამონათვალი, რომლის დროსაც სკოლას უფლება ეძლევა დასწრებითი სწავლებიდან დისტანციურზე გადავიდეს.

მიზეზებს შორისაა, რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, სკოლაში ვირუსის გამოვლენის შემთხვევები და მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების 60%-ის მიერ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მოთხოვნა. თუმცა, საგანმანათლებლო სექტორში ჩართულ მოქალაქეებს აინტერესებთ, აქვს თუ არა სკოლას უფლება სველი წერტილების მოუწესრიგებლობის გამო მოითხოვოს გარკვეული დროით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სამინიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაა.

იმის გამო, რომ საჯარო სკოლებში განსაკუთრებით კი რეგიონის, მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში სველი წერტილების პრობლემაზე ყოველთვის აკეთებენ აქცენტს არასამთავრობო ორგანიზაციები განათლების სექტორის წარმომადგენლები და იმის  გამოც ეს პრობლემა წლებია უცვლელად აღინიშნება სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშიც, განათლების სამინისტროს ვთხოვეთ ამ კითხვაზე პასუხი.

„არავის მსგავსი მიზეზით არ მოუმართავს, რომ მთელი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანოს იმის გამო, რომ საპირფარეშოები აქვს მოუწესრიგებელი, თუ ვინმეს მსგავსი პრობლემა აქვს, ის მოგვმართავს იმისთვის რომ დავეხმაროთ ამ ნაწილში. რეაბილიტაცია დაიწყოს ან რემონტი და დროებითი საშუალებების სახით გამოეყოს ბიოტუალეტი. ამ წუთას არავის მსგავსი მიზეზით არ მოუმართავს.

თუ რომელიმე სკოლა მოგვმართავს სამინისტრო განიხილავს კონკრეტულ ქეისს, ნახავს რა პრობლემა აქვს და იმ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. კონკრეტული ქეისის შესწავლის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული.

დისტანციურ სწავლაზე გადასვლა პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს, საფუძველშივე უნდა მოგვარდეს პრობლემა და სწორედ ამ გზით წავა სამინისტროში“, - განგვიცხადეს სამინისტროში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება