სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებისთვის, რომლებიც 15 თებერვლიდან დასწრებული ფორმით სწავლებაზე გადავლენ, რეკომენდაციები განახლდა - განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
07-02-2021
-
+


თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, იმ სკოლებისთვის, რომლებიც 15 თებერვლიდან დასწრებული ფორმით სწავლებაზე გადავლენ, არსებული საჭიროებების შესაბამისად, რეკომენდაციები განახლდა.

„მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომ, პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული.

იმ სკოლებისთვის, რომლებიც 15 თებერვლიდან დასწრებული ფორმით სწავლებაზე გადავლენ, არსებული საჭიროებების შესაბამისად, რეკომენდაციები განახლდა. აღნიშნულის თაობაზე თითოეულ სკოლას უკვე ეცნობა. სმს შეტყობინებებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სკოლებიდან რეკომენდაციებს ასევე მიიღებენ მოსწავლეთა მშობლებიც, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მათი შვილების უსაფრთხოება. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მუდმივ რეჟიმში ინფორმირებულნი იქნება როგორც სკოლის ადმინისტრაცია, ასევე მშობლები“,- ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

„კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები;

მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლა ვალდებულია, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში.

სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, მშობელს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს.

თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

მშობელმა, რომელსაც სურს, რომ მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე -  online.emis.ge,-აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

„სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება ქალაქებში: თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, შესაბამისად, უკვე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლები, რომლებმაც 1 თებერვალს განაგრძეს დასწრებული ფორმით სწავლა, მოქმედებენ სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც მოიცავს როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხებს, ასევე სამედიცინო პროტოკოლს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. შესაბამისად, მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

სამინისტრომ სკოლებში სწავლის დასწრებული ფორმით გასაგრძელებლად მზადება ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში ახალი სასწავლო წლისთვის დაიწყო. ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვის მიზნით, განისაზღვრა სკოლების ვალდებულებები სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით და სამინისტრომ უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ახალი სასწავლო წლისთვის 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები; გარდა ამისა, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური სკოლებში სისტემატურად ახორციელებდა მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სკოლებმა სწავლების შერეული ფორმით წარმართვის გამოცდილება ჯერ კიდევ შემოდგომაზე მიიღეს.

შესაბამისად, მათ აქვთ მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შერეული სწავლების საკუთარი მოდელის დანერგვის გამოცდილება.

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა: აშენდა 30 სკოლა; 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება; სრულად განახლდა 9 საჯარო სკოლა ხოლო ნაწილობრივ – 150-ზე მეტი; დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება