| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ კომენტარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა და კიდევ ერთხელ განმარტა მიღებული გადაწყვეტილებები და სწავლის დაწყებით ვადები.
მისი თქმით, თუ 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებული იქნება და 7 დღის მონაცემებით ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-მდე იქნება ჩამოსული შესაძლოა, შემდგომი შემსუბუქების პროცედურები დაიწყოს.
„ჩვენ მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელის სკოლების გახსნას შეეხება. კერძოდ: 1 თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა სკოლებისა, სასწავლო პროცესს გააგრძელებენ საკლასო ოთახებში.
რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება 1 მარტიდან. რა საკვირველია ეს დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე. აქვე მინდა დავძინო, რომ 15 თებერვალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეფასება მოხდება ეპიდვითარების და თუ 7 დღის მაჩვენებელი ჩამოსულია 4%-მდე შესაბამისად შემდგომი შემსუბუქების პროცედურები დაიწყება.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ყველას გვინდა, ყველგან სასწავლო პროცესი იყოს ბუნებრივი გარემოში, რომელიც არის საკლასო ოთახი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ეს პროცესი მოხდეს. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის რომ ეს არის ბუნებრივი გარემო სადაც სასწავლო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს და აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეგმაც. რა საკვირველია სასწორის მეორე მხარეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი - ჩვენი ბავშვების, შვილების ჯანმრთელობა. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის ეს გადაწყვეტილება მიღებული.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იმ სკოლებში სადაც უკვე დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული და გაგრძელებული მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული. ანუ ყოველ 2 კვირაში მოხდება მასწავლებლების ტესტირება. როგორც მოგეხსენებათ, სამინისტრო ყოველთვის იცავდა პრინციპს რომ სკოლებში, ისევე როგორც უმაღლესებში და პროფესიულ დაწესებულებებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, უმაღლესებს და პროფესიულ სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე. როგორც მოგახსენეთ 15 თებერვალს კიდევ ერთხელ მოხდება ეპიდსიტუაციის შეფასება და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი