სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეკომენდაციების დაცვით განახლდა
20-01-2021
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 18 იანვარს საკლასო ოთახებში განახლდა. 

სკოლაში მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ყველა რეგულაცია დაცულია.

სკოლის დირექტორი ინეზა ზამთარაძის თქმით, სკოლა უზრუნველყოფილია პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და სადეზინფექციო სითხეებით.

„გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში 18 იანვრიდან მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდა, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით სკოლა უზრუნველყოფილია პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და სადეზინფექციო სითხეებით, ასევე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ეს ეხება, პირველ რიგში, საპირფარეშოებს.
სკოლაში, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, გავითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს და მზად ვართ გადავიდეთ დისტანციური სწავლების ფორმატზე.

ჩვენი სკოლა იყენებს Microsoft-ის პლატფორმას, სადაც ყველა მოსწავლე და მასწავლებელი დარეგისტრირებულია და ყველას აქვს თავისი პერსონალური ანგარიში, ე.წ. ექაუნთი, მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, მათ შორის, რა თქმა უნდა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებიც.

მისასალმებელია განათლების სამინისტროს ჩართულობა დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მობილურ ოპერატორებთან გაფორმებული მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე ისარგებლებენ შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით - 20GB 10 ლარად, რაც სტანდარტულ ფასზე 2.5-ჯერ ნაკლებია 2021 წელი წარმატებით დაიწყო ღვანკითის საჯარო სკოლაში თერთმეტ პედაგოგს: იზა ბუსკივაძეს, ნანა ტყემალაძეს, დარინა ჭანტურიძეს, თამარ ბარბაქაძეს, ცირა მურჯიკნელს, ლია სახელაშვილს, ნუგზარ კობერიძეს, გონერი მოსელიძეს, ელისო ჩიქოვანს, ნინო გოგიაშვილსა და მარინე ბუსკივაძეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის იდეალური სკოლა, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეთა შედეგებზე ორიენტირებაა. იდეალურია მასწავლებელი, რომლისთვისაც უმთავრესია კეთილგანწყობითი დამოკიდებულება და სიყვარული მოსწავლეებისადმი, რომელიც ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა პიროვნულ, ასევე შემოქმედებითი უნარის ზრდისათვის, იდიალურია- მასწავლებელი, რომელსაც ძალიან უყვარს საგანი, რომელიც მუდამ ეძიებს და იყენებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, სწორედ ასეთია ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი: მუდამ პოზიტიურნი, მოტივირებულნი, კომუნიკაბელურნი, მიზანდასახულნი.

კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით ვულოცავ თითოეულ მათგანს დამსახურებულ წარმატებას, ვუსურვებ ნაყოფიერად გამოეყენებინოთ მიღებული სტატუსი საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, კიდევ დიდხანს ემსახურონ ღირსეული და სამაგალითო თაობების აღზრდა განვითარების საქმეში, დაე ეს წელი ყოფილიყოს ყველაზე დიდი, წინგადაგმული ნაბიჯი სანუკვარი ოცნებების ახდენის საქმეში! სკოლა ამაყი და ძლიერია თქვენთან ერთად!“- აღნიშნავს ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ზამთარაძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება