სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რეპეტიტორებმა მომზადების ფასი დაწიეს: „ბავშვს, რომელიც თანხას ვერ იხდის, არ მივატოვებთ, მაგრამ ენთუზიაზმი პურს ვერ გვაჭმევს - საარსებო გვჭირდება“
21-01-2021
-
+


პანდემიამ სრულიად მსოფლიო კომპიუტერებს მიაჯაჭვა - დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა მაღაზიები, სხვადასხვა სამსახურები და რაც მთავარია სასწავლო პროცესი. შედეგად მივიღეთ, რა? - ონლაინ-მოსწავლეები, ონლაინ-სტუდენტები, ონლაინ-მასწავლებლები, ონლაინ-აბიტურიენტები და ონლაინ-რეპეტიტორები.

როგორია რეპეტიტორების ცხოვრება დისტანციური სწავლების პირობებში? - არცთუ მარტივი, რადგან აბიტურიენტების მომზადება ისედაც დიდი პასუხისმგებლობაა და მით უმეტეს, რთულია, სასურველი შედეგი დადო ონლაინ-სწავლებით.

პანდეიმური ფონი კი საქართველოს თითოეული ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას არცთუ სასიამოვნო კუთხით შეეხო და ირკვევა, რომ რეპეტიტორებზე მოთხოვნა, ბოლო პერიოდში, სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე შემცირდა; ამიტომ ისინი იძულებულები გახდნენ, მომზადების ფასი დაეწიათ და სტანდარტული დემპინგიც მივიღეთ - კონკურენციის პირობებში, რეპეტიტორები ცდილობენ, რაც შეიძლება იაფად მოამზადონ ბავშვები, რათა დამატებითი შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ და მიდის დიდი შეჯიბრი, ვინ უფრო იაფად ასწავლის; მაგალითად, ინგლისური ენის სპეციალისტები, რომლებიც ძველ კარგ დროს, საკმაოდ სოლიდურ თანხებს ითხოვდნენ, დღეს გაკვეთილს ოც ლარად ატარებენ და ესეც სახვეწარი აქვთ.

ანალოგიური ვითარებაა ქართული ენის სპეციალისტებში, ხოლო რაც შეეხება ტექნიკურ საგნებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, აქ, კარგი რეპეტიტორიც სანთლით საძებარია და მით უმეტეს, მიზერულ ფასად, ვის აწყობს ამხელა შრომის გაწევა, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რეპეტიტორების ყოველთვიური შემოსავალი 160-დან 200 ლარამდე მერყეობს, რაც წინა წლებთან შედარებით, უდავოდ ცოტაა და არც etaloni.ge-სთან ერიდებიან უკმაყოფილების გამოთქმას.

კატასტროფული ვითარებაა, ყველაფერმა ფასი დაკარგა, ჯერ ისედაც არავინ აფასებდა ჩვენ შრომას და ახლა, მით უმეტეს, ონლაინ-მომზადება ხალხს იოლი ჰგონია - არც მოთხოვნაა და თუ მსურველი გამოჩნდა, ჩვენ შრომას გახვრეტილ შაურადაც არ აფასებს“, - გაგვიმხილა ქალბატონმა მარინამ, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია;

არანაკლებ უკმაყოფილოა, ქალბატონი იზოლდა, რომელიც ქიმიას ასწავლის: - „ისედაც რა დღეში ვართ... ონლაინ-სწავლებამ საერთოდ შეგვშალა. რთულია, ფეხი აუწყო არსებულ რეალობას, საქმე ხარისხიანად აკეთო და თან შემოსავალი გქონდეს. უჭირთ ბავშვებს, ვეღარ იხდიან ოჯახები პირვანდელ თანხას და შუა გზაში ხომ არ მივატოვებ ამის გამო? - იძულებულები ვართ, გავაიაფოთ აბიტურიენტების მომზადების საფასური“.

„დღეს ყველა მეორე ინგლისურის სპეციალისტია და მოზმადების საფასური ისედაც გაიაფებული იყო კონკურენციის გამო, ახლა კი - მით უმეტეს; გაკვეთილს 15 ლარადაც ვატარებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვებს რაიმეს ვაკლებ. ისევე თავდაუზოგავად ვშრომობთ მეც და თამამად ვიტყვი - ჩემი კოლეგებიც, მაგრამ ძალიან გაუფასურდა ჩვენი შრომა. პედაგოგები ვართ და ჩვენ საქმეს არასოდეს ვუღალატებთ, ბავშვს, რომელსაც არ აქვს თანხა, ბედის ანაბარა ვერ მივატოვებთ, მაგრამ ჩვენც ხომ გვჭირდება საარსებო - შიშველი ენთუზიაზმი პურს ვერ გვაჭმევს“, - ასეთია ქალბატონი ლიას კომენტარი...  და ვერც შეედავები, ესაა მათი პროფესია, შესაბამისად - შემოსავლის წყარო და არც იმაზე ვდავობთ, რომ შრომა, რომელსაც ისინი თითოეულ მოსწავლესთან წევენ, ტიტანურია, თუმცა აქ მაინც არის ერთი დიდი „მაგრამ“...

პირადად ვიცნობ პედაგოგს, რომელიც გასულ სემესტრში, მოსწავლეებს სრულიად უსასყიდლოდ ამეცადინებდა. ასეთები არცთუ ისე ცოტა არიან. ასე რომ, ყველაფერი შედარებითია და სანამ მწირი შემოსავლის გამო ვიღაცები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მასწავლებლები, რომლებისთვისაც ფული არაა მთავარი, საკუთარ საქმეს უანგაროდ ემსახურებიან.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება