სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სიახლე სასწავლო ბადეში - საგანი, რომელიც სამ კლასში სავალდებულო გახდება
07-01-2021
-
+


„კომპიუტერული ტექნოლოგიები“ - ასე გადაერქვა სახელი „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს“, რომელიც აქამდე მხოლოდ I (არჩევითი), V და VI კლასების სასწავლო ბადეში იყო. ხოლო ახალი სახელით პილოტირება 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან 400-მდე სკოლაში იგეგმება.

აღნიშნული საგანი ახალი სახელით, 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სავალდებულო ხდება II, III და IV კლასებში ყველა ქართულენოვან სკოლაში. 

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილების შედეგად, დაწყებითი საფეხურის II, III და IV კლასებში ახალი საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 1-საათიანი კვირეული დატვირთვით შევა, რაც სწავლების თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს აღნიშნული საგნის უწყვეტ სწავლებას დაწყებით საფეხურზე.

საგნის დანერგვის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტმა მიმართა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს საგნის დანერგვის ხარჯების გაანგარიშების თხოვნით, შესაბამისად, ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ დაანგარიშდა საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ II, III და IV კლასებში წლიური საათების რაოდენობა და შესაბამისი ბიუჯეტი.

ბრძანების პროექტის ავტორი და წარმდგენია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. უწყება საგნის სწავლების აუცილებლობას პანდემიის ჭრილში განიილავს და საგნობრივ ბადეში მის შემოტანას შემდეგნაირად განმარტავს: 

„ახალი კორონავირუსის ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა კომპიუტერულ წიგნიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. დისტანციური სწავლების უზრუნველსაყოფად მოკლე დროში საჭირო იყო შესაბამისი ცოდნის გაზიარება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. შემუშავდა საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ახალი კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს პანდემიის პერიოდში ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის, გამოცდილების გამყარებასა და სხვა აუცილებელი, XXI საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების  დაუფლებას ადრეული ასაკიდანვე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ახალი თაობა მოვამზადოთ იმ მაღალტექნოლოგიური გარემოსათვის, რომელშიც მას მომავალში მუშაობა და ცხოვრება მოუწევს“. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ესგ-ში ცვლილებები შევიდა - სკოლებმა განათლების მინისტრის ბრძანება მიიღეს

სკოლამ ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები - როგორ ფასდებიან მოსწავლეები, რომლებიც დისტანციურ სწავლებაში ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ ერთვებოდნენ?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება