სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები სკოლაში სემესტრის ბოლომდე უნდა გამოცხადდნენ - რა შემთხვევაში უნდა დაიქირაოს ტრანსპორტი და როდის ფარავს ხარჯს სამინისტრო?
28-12-2020
-
+


არსებული ინფორმაციით, სკოლის დირექცია მასწავლებლებს სკოლაში იბარებს. მიზეზი ჟურნალი და შესაბამისად, სემესტრული ნიშანია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეტალონს პედაგოგებმა მოაწოდეს. 

სკოლაში მასწავლებლების მისვლის საკითხს, პედაგოგების მხრიდან ორაზროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგი მომხრეა სკოლაში მისვლის, ნაწილი კი სკოლაში მისვლას ერიდება და ელექტროჟურნალში სურს ნიშნის გამოყვანა. 

პედადოგებისთვის გარდა ვირუსის გადადების რისკისა, კიდევ ერთი დაბრკოლებაა, რომ  ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია და შესაბამისად, პრობლემა მათთვის, ვისაც სახლთან ახლოს არ აქვს სამსახური. 

ერთ-ერთმა მასწავლებელმა ისიც კი გაამხილა, რომ სკოლებმა მიიღეს წერილი, რომ პედაგიგები ჟურნალების გამო არ დაებარებინათ. ნაწილი კი ამბობს, რომ ნოემბერში იყვნენ სკოლაში, ახლა კი ელექტროჟურნალში დაწერენ ნიშანს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში პედაგოგებს რიგრიგბით იბარებენ, კონტაქტების შესამცირებლად. ამასთან, პირბადის გამოყენებაც აუცილებელი პირობაა. 

პედაგოგების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენ სამინისტროში გადავამოწმეთ, უწყება სკოლას მასწავლებლის დაბარებას არ უკრძალავს, თუმცა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვას მოუწოდებს:

"ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, ეს ეს ეხება მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობასაც და ადმინისტრაციისა და პედაგოგისაც",- ამბობენ სამინისტროში.

რეკომენდაცია, რომელიც განათლების სამინისტრომ ბოლო შეზღუდვების გამკაცრების შემდგომ გასცა, ასეთია: 

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მასწავლებელი/მასწავლებლები ცხოვრობენ სკოლიდან მოშორებით და შეზღუდვების დაწესებამდე გადაადგილებისთვის სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მიზანშეწონილია განხილულ იქნას სხვადასხვა შესაძლებლობა:

ა) შემოღებულ იქნეს კონკრეტული საგნის სწავლება დისტანციურად სინქრონული/ასინქრონული სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს საგაკვეთილო ცხრილის ცვლილება და გაკვეთილის დაგეგმვა დღის სხვა მონაკვეთში. ასევე, შესაძლებელია იმ მოსწავლეებმა, რომლებსაც აქვთ ინტერნეტთან წვდომის ან შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემა, გაკვეთილებზე დასასწრებად გამოიყენოს სკოლის ისტ-ის კაბინეტი. 

ბ) სკოლის მიერ დაქირავებულ იქნას სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა სკოლაში მიყვანასა და უკან დაბრუნებას. თუ სკოლას აღნიშნული მომსახურების შესასყიდად არ აქვს ფინანსური რესურსი, ხარჯების დაფინანსება მოხდება სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

გ) შესაძლებელია მიმართოთ ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას მასწავლებელთა გადაადგილებაც. 

დ) თუ ზემოთ აღნიშნულიდან სკოლა ვერ სარგებლობს ვერცერთი შესაძლებლობით, სკოლისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის შეჯერებული პოზიციის საფუძველზე, შესაძლებელია, სამინისტროს თანხმობით, სკოლა გადავიდეს დისტანციური ელექტრონული სწავლების მოდელზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება