სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ თანამედროვე ბიჭები იტყოდნენ, რომ მათთვის ქალი ნივთია...“ - თეა წულუკიანის პასუხი, რა გვინდა განათლების სისტემისგან
24-12-2020
-
+


რა გვინდა განათლების სისტემისგან? - აღნიშნული კითხვაც დასვა და პასუხიც თავად გასცა დღეს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა. მან ამ კონტექსტში საკუთარ განწყობებზე ისაუბრა:

„კითხვა ჩნდება რა გვინდა განათლების სისტემისგან, ამას ყველა კითხულობს, ყველას ჩვენ ჩვენი პასუხი გვაქვს. ბევრი ვიფიქრე, კომიტეტს რადგან ვხელძღვანელობ, ჩემი პასუხი რა უნდა იყოს, რაც ჩემს განწყობას ყველაზე კარგად  გამოხატავდა, არის შემდეგი: მაგალითად, თუ ჩვენ თანამედროვე ახალგაზრდა გოგოებს ვკითხავდით და შევატყობდით, რომ თვალები არ გაუნათდათ, გული სხვანაირად არ აუჩქროლდათ, როდესაც ვუხსენებთ ბაშალეიშვილის, ბეჟანიძის, ჭოველიძის გვარებს, ესეიგი ჩვენ განათლების სისტემაში, საჭე უნდა გავასწოროთ და ამაში კომიტეტის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

თუ ჩვენ თანამედროვე ბიჭებს ვკითხავდით და აღმოჩნდებოდა, რომ შერცხვებდათ, მაგრამ მაინც იტყოდნენ, რომ მათთვის ქალი ნივთია, ცოლი მომსახურე პერსონალია მხოლოდ, ან კიდევ უფრო დიდი ტრაგედია, ახალგაზრდებში ვინმე იფიქრებდა, ქალებს შორის ერთ-ერთი დიდი ქალი, რომელიც თბილისის შემოსასვლელში დგას და ქართლის დედა ჰქვია, ვინ არის და რატომ დგას, ესეიგი ის დიდი ფინანსური რესურსი, რომელსაც სამინისტრო მოიპოვებს, ცოტა სხვანაირად შეგვიძლია გამოვიყენოთთუ ჩვენ თანამედროვე ბიჭებს ვკითხავდით და აღმოჩნდებოდა, რომ შერცხვებდათ, მაგრამ მაინც იტყოდნენ, რომ მათთვის ქალი ნივთია, ცოლი მომსახურე პერსონალია“ - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება