| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა.
ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ.
როგორც პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ სირბილაძემ გვითხრა, ტესტირების პროცესმა წარმატებით ჩაიარა და 5 მოსწავლე იყო ჩართული.
„ძალიან კარგად ჩაიარა ტესტირებამ. მონაწილეობა მერვე, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. სამწუხაროდ, მოსწავლეთა მცირე რაოდენობა გვყავს, მერვე კლასში ორი მოსწავლე, ხოლო მეცხრეში - სამი, თუმცა ყველამ მიიღო ტესტირებაში მონაწილეობა. ბავშვები მიხვდნენ იმასაც, რომ კონკურსში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის ის ცოდნა საკმარისი არ არის, რომელიც მათ ამ წუთში გააჩნიათ და აუცილებელია განვითარება და მეტის სწავლა. ვფიქრობ, სამომავლოდ უფრო კარგი შედეგები გვექნება და მოსწავლეებიც უფრო მეტად მოინდომებენ“, - განგვიცხადა ტარიელ სირბილაძემ.
„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
იხილეთ ტესტირების ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა