სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინფორმაცია გარე დაკვირვების შესახებ - რამდენი მასწავლებელია სტატუსის ამაღლების მოლოდინში?
09-11-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე გარე დაკვირვება 560-მა მასწავლებელმა გაირა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდგომ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 3090-მა მასწავლებელმა გაიარა. 2 530 პედაგოგი კი კვლავ ელის გარე დაკვირვების ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პედაგოგებისთვის გარე დაკვირვების გავლა შესაძლებელია, როგორც დისტანციური სწავლების რეჟიმის დროს, ისე დასწრებითი სწავლებისას. 

მასწავლებლისთვის გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ, ერთი დღით ადრე ეცნობება შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და რესურსცენტრს. ონლაინ გაკვეთილის შემთხვევაში მინიმუმ ნახევარი საათით ადრე გაკვეთილის დაწყებამდე, რათა შეძლოთ წინა საგაკვეთილო შეხვედრის ჩატარება. იმ შემთხევაში, თუ გაკვეთილის ჩატარებამდე შეიცვლება გაკვეთილზე დაკვირვების ფორმატი, შეცვლილი გაკვეთილის ფორმები, შეგიძლიათ გარე დამკვირვებლებს გადასცეთ წინა საგაკვეთილო შეხვედრაზე, ხელმეორედ ატვირთვა არ არის საჭირო.

ონლაინ და პირისპირ ჩასატარებელი გაკვეთილის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სკოლა, გარე დაკვირვების გაკვეთილის ხანგრძლივობა უნდა იყოს სკოლაში განსაზღვრული დროის შესაბამისი. 

იხილეთ ასევე: მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს - 2 არჩევანი, რომლებსაც პედაგოგებს უწყება სთავაზობს

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს მიმართავს - ვისთვის შეიცვლება გარე დაკვირვების პერიოდი?


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება