სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრომ არ გვიპასუხა კითხვაზე: როდის გადაეცემათ წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები - შეიცვალა თუ არა მათი გამოვლენის პრინციპი?
15-11-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე არც ისე დიდი დროა, საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს კი კომპიუტერები ჯერ კიდევ არ მიუღიათ. უფრო მეტიც, დღემდე უცნობია როდის ან საერთოდ გადაეცემათ თუ არა მათ საჩუქრად ლეპტოპები.

მოსწავლეთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე etaloni.ge არაერთხელ დაუკავშირდა აღნიშნული საკითხის გასარკვევად განათლების სამინისტროს, ბოლოს კი საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. 

განათლების სამინისტროს ვთხოვეთ მოეწოდებინა შემდეგი სახის ინფორმაცია:

2019- 2020 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის რამდენ წარჩინებულ მოსწავლეს და როდის გადაეცემოდა პორტატული კომპიუტერი?

შეიცვალა თუ არა წარჩინებული მოსწავლეების გამოვლენის პრინციპი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის და შეფასებით სისტემის შეცვლის გამო და როგორ აპირებდა 2020-2021 სასწავლო წელს წარჩინებული მოსწავლეების გამოვლენას?

ასევე სამინისტროს ვთხოვეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია არის თუ არა უკვე შესყიდული წარჩინებული მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პორტატული კომპიუტერები და რა თანხა დახარჯა ამისთვის უწყებამ?

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს არც ერთ კითხვაზე არ გაუცია შესაბამისი პასუხი და არ მოუწოდებია დეტალური ინფორმაცია ამ საკითხზე. ერთადერთი რაც სამინისტროსგან შევიტყვეთ, ის არის, რომ პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე განსხვავებული პირობები დაწესდა:

„გაცნობებთ, რომ  დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები დაწესდა 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის პანდემიით შექმნილი პირობებიდან გამომდინარე სკოლების დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება  2020-2021 სასწავლო წელს წარჩინებული მოსწავლეების გამოვლენას, გაცნობებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება, ხოლო V კლასის მეორე სემესტრისა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - 10. ასევე, V კლასის მეორე სემესტრისა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. შესაბამისად, VII - IX კლასების მოსწავლეები ფასდებიან განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით“ - მოგვწერა სამინისტრომ. 

ხოლო წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების შესყიდვასთან და ხარჯებთან დაკავშირებით უწყებამ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან გადაგვამისამართა. 

ცნობისთვის, საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეები მე-7, მე-8, მე-9 კლასებში მიღებული ქულათა დამრგვალების შედეგად ვლინდებიან. აღნიშნულ კლასებში მიღებული ქულების დამრგვალების შემდგომ მათი ქულათა ჯამი 10 უნდა იყოს, რათა მათ წარჩინებული მოსწავლის სტატუსი მოიპოვონ და სამინისტროსგან პორტატული კომპიუტერი დაიმსახურონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება