სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

გთავაზობთ ქარელის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
24-10-2020
-
+


გთავაზობთ ქარელის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.

ინტელექტ-ჩემპიონატში ქარელის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

64-64-64 - ერთნაირი ქულები დააგროვეს პირველ სამ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა და მათ შორის გამარჯვება ყველაზე სწრაფმა მოიპოვა. სამეულიდან ამ ქულის მოგროვებისთვის ყველაზე ცოტა დრო 105,59 წამი, პირველ ადგილოსან ნიკა გელდიაშვილს დასჭირდა, რომელიც რუისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მეორე ადგილზე გასულმა, ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ცარციძემ ეს მაჩვენებელი 109,41 წამში მოაგროვა. ხოლო რუისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სვიანაძემ ამისთვის 156,29 წამი გამოიყენა და მესამე ადგილი დაიკავა. 

შესაბამისად, ნიკა გელდიაშვილმა 2020 წლის „ქარელის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.


„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ქარელში, N2 საჯარო სკოლაში დღეს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

ასევე იხილეთ:

 „მოსწავლეები მოუთმენლად ელიან მეორე ტურის ჩატარებას“ - ქარელის მუნიციპალიტეტში I ეტაპის ტესტირება ჩატარდა

„ეტალონი“ ქარელს ესტუმრება - იხილეთ მონაწილეთა სია

ქარელის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება