| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლასა და ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.
გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარინა გოგოლის განცხადებით, კორონავირუსი სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ჯამში 19 პირს დაუდასტურდა, რის გამოც სასწავლო პროცესი სრულად შეწყდა.
„საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, რადგან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ამ დროისათვის 19 დადასტურებული შემთხვევაა. დადასტურებულ შემთხვევებს კონტაქტები ჰქონდათ ბაგა-ბაღში, ამიტომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი იქაც შეწყვეტილია. ინფიცირებულების ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია“, - განაცხადა მარინა გოგოლაძემ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი